3 აპრილს, 13:00 საათზე, ილიაუნის საკალათბურთო ნაკრები საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატის რიგით მეშვიდე მატჩს გამართავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის წინააღმდეგ. შეხვედრა ჩატარდება თბილისის საკალათბურთო აკადემიაში. ილიაუნის გუნდს საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული ექვსი მატჩიდან ყველა მოგებული აქვს და შეჯიბრის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. დრო: 3 აპრილი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტული დარბაზი (საკალათბურთო […]
3 აპრილს. 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სახელმძღვანელოს - „ბავშვთა და მოზრდილთა ენდოდონტია“ - პრეზენტაცია. სახელმძღვანელოს ავტორია ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ქეთევან კიღურაძე-გოგილაშვილი (თანაავტორი - სოფიო სამხარაძე). აღნიშნული სახელმძღვანელოს შექმნა უმნიშვნელოვანესი საკითხია ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში, ვინაიდან, ერთი მხრივ, პირდაპირაა დაკავშირებული აღნიშნული მიმართულების განვითარებასთან და ევროპულ თუ ამერიკულ სისტემასთან […]
3 აპრილს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის - „რევოლუციიდან სოციალურ მოძრაობებამდე? პროტესტის დინამიკა 21-ე საუკუნის საქართველოში“ - პრეზენტაცია. კრებული აერთიანებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2016 წლის 29-31 ივლისს ყაზბეგის კვლევით ცენტრში ჩატარებულ სტუდენტურ ვორკშოპში („სოციალური მოძრაობები საქართველოში - პროტესტის დინამიკა 2000-2016 წლებში“) მონაწილე სტუდენტების სტატიებს. კრებულს, რომელიც გებერტ რიუფის ფონდის […]
4 აპრილს, სამშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორთან, თინათინ კახნიაშვილთან. თემა: ადრეული სამყაროს სურათის აღდგენა: მითი და რეალობა რა იყო სამყაროს საწყისი - ეს არის თანამედროვე კოსმოლოგიის უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომელიც ფიზიკისა და ფილოსოფიის ზღვარზე გადის. დღეისთვის მეცნიერების მიღწევები იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ […]
5 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სოციალური პროექტის - ERTAD.GE - პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში შესაძლებელია საინტერესო სოციალური იდეების დაფინანსება და შემდგომში მათი რეალიზება. პროექტის პრიორიტეტული სფეროებია: განათლება, მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა, სპორტი და გარემოს დაცვა. სამი წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში 43 პროექტი დაფინანსდა. პროექტი საინტერესოა როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, პროფესორ-მასწავლებელთათვის. პრეზენტაცია წარიმართება კითხვა-პასუხის […]
5 აპრილს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართება ვორკშოპი - „როგორ დავწეროთ აბსტრაქტი“. აბსტრაქტი, რომელსაც ხშირად მინითეზისს ან სტატიასაც უწოდებენ, აკადემიური ნაშრომის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც გააჩნია სტრუქტურა და კოჰერენტული კავშირი შემადგენელ შინაარსობრივ ელემენტებს შორის. ვორკშოპის მიზანი ვორკშოპის მიზანია, სტუდენტებს გადასცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სამეცნიერო კვლევის (როგორც […]
5 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გიწვევთ ნიკოლა იუნის რომანის - „ყველაფერი, ყველაფერი“ - პრეზენტაციაზე. წიგნს მთარგმნელი ტაო ჭალიძე წარადგენს. მედლინ ვითიერს იშვიათი და უცნაური დაავადება აქვს, ამიტომ, სახლიდან ფეხი არასდროს გაუდგამს. მის სტერილურ ოთახში ყველაფერი თეთრია წიგნის ყდების გარდა. რა ხდება მაშინ, როდესაც […]
6 აპრილს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ვებგვერდის -„საქართველოს ეთნომიკოლოგია“ - პრეზენტაცია. ვებგვერდი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგიური კვლევა" - ფარგლებში. რესურსი შეიცავს სოკოთა და ლიქენთა 100-მდე სახეობის პროფილებს. მოცემულია სახეობათა ადგილობრივი ქართული სახელწოდებები; სახეობათა მორფოლოგიური აღწერა; […]
6 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო სემინარი - „ენა და იდეოლოგია“. სემინარზე საუბარი შეეხება 1920-იანი წლების საბჭოთა კავშირში გაჩენილ პირველ, მარქსისტულ ენის თეორიებს (ნიკო მარი, ვალენტინ ვოლოშინოვი) და მათ როგორც ლინგვისტურ, ასევე იდეოლოგიურ მნიშვნელობასა და კონტექსტებს. მომხსენებლები და თემატიკა: გიორგი მაისურაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: „ბავშვის ენა და ენის კლასობრივი თეორია“; გიორგი ქართველიშვილი - დუისბურგის უნივერსიტეტი, გერმანია: „ვალენტინ ვოლოშინოვი: ენის ფილოსოფია და იდეოლოგიის თეორია“. […]
7 აპრილს, 19.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ინსტიტუტის პროექტის - საჯარო დებატების - პირველი შეხვედრა. დებატების სადისკუსიო თემაა ადამიანის სოციალური უფლებები და მათი როლი საქართველოს კონსტიტუციაში. რას გულისხმობს ადამიანის სოციალური უფლებები და როგორ აისახება საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად? უნდა გაიზარდოს თუ არა მისი როლი კონსტიტუციაში? რა […]
7 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. საჯარო ლექციას წაიკითხავს მედიისა და მასკომუნიკაციის მკვლევარი, ჟურნალისტური განათლებისა და მედიაგანვითარების სპეციალისტი, პროფესიული განვითარების ცენტრის - „მართვის აკადემიის“ თანადამფუძნებელი, პროფესორი მაია მიქაშავიძე. ლექციის თემა: ფონდების მოძიება მომხსენებლის შესახებ პროფესორი მაია მიქაშავიძე არის მედიისა და მასკომუნიკაციის მკვლევარი, ჟურნალისტური განათლების და […]