ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, 12-დან 19 მარტის ჩათვლით, ილიაუნისა და ვილნიუსის (ლიტვა) უნივერსიტეტის ყოველწლიური საერთაშორისოგაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ილიაუნის ეწვევა 6 სტუდენტი და ვილნიუსის (ლიტვა) კოლეჯის ლექტორი ტურიზმის მიმართულებით. აღნიშნული ვიზიტი სამომავლო სასწავლოსტაჟირების ორგანიზებას ისახავს მიზნად. 13, 16 და 18 მარტს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები, სადაც ქართველი […]
14 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი იწყებს ლექციათა ციკლს: პოეზია და 7 ხელოვნება“. პირველი ლექციის თემებია: პოეზია, როგორც ინდივიდუალურიდან ობიექტურ მეხსიერებაში გაღწევა; პოეზია და სახვითი ხელოვნებები; დრო და სივრცე პოეზიაში; პოეზია, როგორც შემეცნების ფორმა. დრო: 14 მარტი, 19:00 საათი […]
16 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის - „სტატისტიკა და ანალიზი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდობის შესახებ“ - შედეგების პრეზენტაცია. პრეზენტაციის მიზანია ფართო საზოგადოებისთვის ძირითადი დასკვნების გაცნობა, განხორციელებული ღონისძიებების წარდგენა და სამომავლო აქტივობებზე საუბარი, რომლებიც კვლევის ანალიზის შედეგად წარმოჩინდა. დრო: […]
16 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ქართველური ენების კვლევის ჯგუფის მიერ მომზადებული მონოგრაფიის - „ფონოსემანტიკური ლექსიკა ქართველურ ენებში“ - პრეზენტაცია. აღნიშნული მონოგრაფია („ინოვაცია“. თბილისი, 2016. 498 გვ.) წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველური ენების კვლევის ჯგუფის მიერ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2013-2016 წლებში განხორციელებული ამავე სახელწოდების სამეცნიერო პროექტის საბოლოო შედეგს. […]
ყოველი წლის 20 მარტს მსოფლიოში აღინიშნება ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე. ჩვენი ქვეყნის სასწავლო დაწესებულებები, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრი უნივერსიტეტები, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და ფრანგული მედიათეკა, მარტის თვეში კულტურულ თუ სამეცნიერო ღონისძიებებს აწყობენ. 16-დან 27 მარტის ჩათვლით, ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ დაგეგმილია არაერთი ღონისძიება. […]
17 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. საჯარო ლექციას წაიკითხავს ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესიონალი ქოუჩი და ტრენერი, თინათინ რუხაძე. ლექციის თემა: წარმატების 7 განზომილება. საჯარო ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: რა არის წარმატება, როგორ ვზომავთ მას? რატომ ხდება, რომ მსგავსი სოციალურ და ეკონომიკური პირობების მიუხედავად, ერთნი […]
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება კავშირის „ჩვენი ბავშვები“ და „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ 2017 წლის კამპანიას „ჩემი ხმა საზოგადოებაში“, რომელიც 15 მარტს დაიწყება და 21 მარტს დასრულდება. კამპანიის ფარგლებში, 17 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა სპიკერების კონფერენცია, რომელზეც დასწრება თავისუფალია ფართო საზოგადოებისთვის. კონფერენციაში […]
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ (SOVLAB), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, იწყებს თავისუფალ სასწავლო-პრაქტიკულ კურსს - „ღია სივრცე საქართველოს საბჭოთა ისტორიის გააზრებისთვის“, რომელში მონაწილეობის მიღებაც შეუძლიათ მსმენელებს 18 წლის ასაკიდან. 18 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პირველი საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა, რომელზეც პროექტის ხელმძღვანელები მსმენელებს გააცნობენ კურსის მიზნებსა და ამოცანებს; დაიგეგმება პრაქტიკული მეცადინეობების პრინციპები. შეხვედრის […]