Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ლიტვის საუნივერსიტეტო დელეგაციის ვიზიტი ილიაუნიში

მარტი 13, 2017 / 11:00

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, 12-დან 19 მარტის ჩათვლით, ილიაუნისა და ვილნიუსის (ლიტვა) უნივერსიტეტის ყოველწლიური საერთაშორისოგაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ილიაუნის ეწვევა 6 სტუდენტი და ვილნიუსის (ლიტვა) კოლეჯის ლექტორი ტურიზმის მიმართულებით. აღნიშნული ვიზიტი სამომავლო სასწავლოსტაჟირების ორგანიზებას ისახავს მიზნად.

13, 16 და 18 მარტს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები, სადაც ქართველი სტუდენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ვილნიუსში სასწავლო სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ცენტრის ოთხმა წარმატებულმა სტუდენტმა უკვე გაიარა სასწავლო სტაჟირება ვილნიუსში.

შეხვედრის დრო: 13, 16, 18 მარტი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მარტი 13, 2017
Time:
11:00
Event Category:
Event Tags: