
14 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი იწყებს ლექციათა ციკლს: პოეზია და 7 ხელოვნება“.
პირველი ლექციის თემებია: პოეზია, როგორც ინდივიდუალურიდან ობიექტურ მეხსიერებაში გაღწევა; პოეზია და სახვითი ხელოვნებები; დრო და სივრცე პოეზიაში; პოეზია, როგორც შემეცნების ფორმა.
დრო: 14 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]