2016 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულების საბაკალავრო (მე-3 და მე-4 წელი) და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს. მიზანი კონფერენციის მიზანია თანამედროვე საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში აქტუალური საკითხების მეცნიერული ანალიზი, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის […]
12 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ღონისძიებების - "ილიაუნი 10 წლისაა" - ფარგლებში გაიმართება კონფერენცია თემაზე: "საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი: მიღწევები და დაუსრულებელი პროექტები". კონფერენციის ფარგლებში, შედგება ამავე სახელწოდების კრებულის პრეზენტაცია. კრებულში, რომელიც გამოიცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, შესულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ოქსფორდის […]
13-14 ივლისს, 10:00 საათიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ამავე უნივერსიტეტის განათლების სკოლის საბაზო და საშუალო სკოლის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების, განათლების ადმინისტრირებისა და სპეციალური განათლების პროგრამების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა. სამაგისტრო ნაშრომების დაცვის პლენარული სესია გაიმართება 13 ივლისს, 10:00-დან 13:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. N1. ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) სამაგისტრო […]
13 ივლისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ლოცვა პოეზიაში“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: ლოცვის არსი; ენა და აზროვნება; სიტყვები და საგნები, მათი ურთერთმიმართება; ადამიანი როგორც საგნების სახელმდებელი; „მამაო ჩვენოს“ სტრუქტურა; მაცხოვრის ლოცვა; „ავთანდილის ლოცვა და ანდერძი“; ილიას „ლოცვა“; […]
15 ივლისს, პარასკევს, 10 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობა, შესაძლებლობის საზღვრები, რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ კრიზისში მყოფ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანამშრომლობის პროცესში“. კონფერენცია გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოში ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალის და საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის […]
16 ივლისს, 14:00 საათზე, ილიაუნის დაბადების დღეზე - ილიაუნის 10 წლისაა , ლისის ტბაზე, ღია ცის ქვეშ ილიაუნის თეატრი გამართავს საბავშვო სპექტაკლს - „ბაბუას გზავნილი“. სპექტაკლი სკოლის მოსწავლე ბიჭზეა, ოთოზე, რომელსაც ყველაფერი ეზარება: წიგნის კითხვაც, საკუთარი ოთახის დალაგებაც... მხოლოდ კომპიუტერული თამაშები იზიდავს. ერთხელაც, ბიჭს ბაბუა ესიზმრება, შენზე გაბრაზებული ვარო, საყვედურობს და ზღაპრის პერსონაჟებს აცნობს - წითელქუდა, პეპი გრძელიწინდა, […]
ილიაუნი 10 წლის იუბილეს 16 ივლისს ლისის ტბაზე აღნიშნავს. გვეწვიეთ საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებაზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. 14:00-14:15 გახსნა 14:15-18:30 შემეცნებით-გასართობი პროგრამა 14:15-15:15 ილიაუნის თეატრის სპექტაკლი ბავშვებისთვის 15:15-18:15 ანიმატორების პროგრამა ბავშვებისთვის 14:15-18:30 სახალისო ინჟინერია 14:15-18:30 სახალისო მეცნიერება 14:15-18:30 FabLab ზონა 14:15-18:30 GameLab ზონა 14:15-18:30 ასტროზონა (ტელესკოპები, გამოფენა) 14:15-18:30 სახალისო არქეოლოგია 14:00-18:00 უნიმარკეტი #მარიკარგადიქნება 15:30-16:30 რეზო კიკნაძე / კონსილია 16:30-17:30 „ლიგამუსის“ ზონა: საჯარო დისკუსია თემაზე: უნივერსიტეტის იდეა 17:30-18 :30 შოთა ადამაშვილი და WINDSHILD 19:00-20:00 კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია 20:00-21:30 The BearFox 21:30-23:00 Green Room ღონისძიებაზე დაგხვდებათ საპიკნიკე ზონა; საბავშვო ზონა, სადაც ანიმატორები იზრუნებენ თქვენი პატარების გართობაზე; ილიაუნის […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერს, 32 წლის მარი ბურდულს დაუდგინდა ქოროიდალური მალიგნანტური მელანომა. მას სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობის კურსი ძვირადღირებული პრეპარატებით, რათა დაავადებამ პროგრესირება შეწყვიტოს. მარის სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს - ტყუპები ნიკა, გეგი და სანდრო. 16 ივლისს, ილიაუნის დაბადების დღეზე - ილიაუნის 10 წლისაა - ვგეგმავთ უნიმარკეტის #მარიკარგადიქნება ჩატარებას. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მარის […]
16 ივლისს, 16:30-დან 17:30 საათამდე, ლისის ტბაზე, ილიაუნის დაბადების დღის ფარგლებში, გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: უნივერსიტეტის იდეა. მოხსენებებით გამოვლენ ილიაუნის პროფესორები: ლევან გიგინეიშვილი, ნინო დობორჯგინიძე, გიგა ზედანია, ნოდარ ლადარია, გიორგი მაისურაძე, სერგო რატიანი, ნინო ფირცხალავა და ემზარ ჯგერენაია. დრო: 16:30-17:30 საათი ადგილმდებარეობა: ლისის ტბა (იხილეთ რუკა) დასწრება თავისუფალია
16 ივლისს, 19:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016 წლის ბაკალავრების და მაგისტრების გამოსაშვებ ცერემონიაზე. ცერემონია გაიმართება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ილიაუნის დაბადების დღის (იხ. დეტალური განრიგი) ფარგლებში. ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია. ტრადიციულად, წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამარჯვებული კურსდამთავრებული გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი კურსდამთავრებულებისთვის ყველაზე […]