Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნი 10 წლისაა – ილიაუნის თეატრის საბავშვო სპექტაკლი

ივლისი 16, 2016 / 14:00

16 ივლისს, 14:00 საათზე, ილიაუნის დაბადების დღეზე – ილიაუნის 10 წლისაა , ლისის ტბაზე, ღია ცის ქვეშ ილიაუნის თეატრი გამართავს საბავშვო სპექტაკლს – „ბაბუას გზავნილი“.

სპექტაკლი სკოლის მოსწავლე ბიჭზეა, ოთოზე, რომელსაც ყველაფერი ეზარება: წიგნის კითხვაც, საკუთარი ოთახის დალაგებაც… მხოლოდ კომპიუტერული თამაშები იზიდავს. ერთხელაც, ბიჭს ბაბუა ესიზმრება, შენზე გაბრაზებული ვარო, საყვედურობს და ზღაპრის პერსონაჟებს აცნობს – წითელქუდა, პეპი გრძელიწინდა, ალადინი და მგელიც კი სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრებიდან იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ ოთოს კითხვა შეაყვარონ.

ნანა კაკაბაძის პიესა რეჟისორმა რუსუდან კობიაშვილმა დადგა ილიაუნის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით.

დრო: 16 ივლისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია (იხ. რუკა)

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივლისი 16, 2016
Time:
14:00
Event Category:
Event Tags: