2016 წლის 18 ივლისს, 19:00 საათზე, ღიას ცის ქვეშ, პარკში „მზიური“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) - თანამშრომლობით, მართავს მეორე დიალოგს სოკრატეს მეთოდით: „მედიის თავისუფლება და „რუსთავი 2-ის“ სასამართლო პროცესი“. დიალოგში მონაწილეობას მიიღებენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის […]
20 ივლისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „პოეზია და ანგელოსების სამყარო“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: ძველი ბერძენი მუზები; პოეტური ინსპირაციების მოზაიკა; ინსპირაცია და შინაგანი სმენა; ანგელოსები და მათი იერარქიები დიონისე არეოპეგელის მიხედვით; ანგელოსებრივი და პოეტური; ანგელოსები რუსთაველთან, გალაკტიონთან, […]