18 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, პროექტის - EANET TALKS - ფარგლებში, სტუდენტებისთვის ჩატარდება მასტერკლასი. სპიკერი: ილიაუნის მეწარმე კურსდამთავრებული მარიკა კოდუა თემა: სოფლის მეურნეობა, სტუდენტობა და ბიზნესი დრო: 18 აპრილი, 12:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) დასწრება თავისუფალია.
ილიაუნი 10 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში ბევრ საინტერესო ღონისძიებას გპირდებით. ღონისძიებების კალენდარი მუდმივად განახლდება. ადევნეთ თვალი ჩვენს ვებგვერდზე მიმდინარე სიახლეებს. ➤ 14 აპრილი, 19:00 საათი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“: ფილოსოფიის ღამე ➤ 12 მაისი - 14 მაისი, თბილისი: შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის კონგრესი თემაზე "უნივერსიტეტის ცვალებადი როლი გლობალურ და რეგიონალურ კონტექსტში" და ილიას […]
18 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლისა და BDO Legal-ის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: „ბიზნესი ოფშორში - თანამედროვე გამოწვევები“. საჯარო დისკუსიას გაუძღვებიან BDO Legal-ის პარტნიორები დავით გელაშვილი და დავით ხრიკაძე. დისკუსიის თემატიკა: ოფშორების წარმოშობის ისტორია; ოფშორების დანიშნულება და მახასიათებლები (საგადასახადო სამოთხე, ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია); განვითარებული ქვეყნების დამოკიდებულება ოფშორებთან (გამჭვირვალობა […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა კომპანია EBSCO-თან ერთად, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, გიწვევთ სემინარზე, რომლის მიზანია აღნიშნული სამეცნიერო ელექტრონული პლატფორმის საგანმანათლებლო და კვლევით პროცესებში გამოყენების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარება. სემინარის თემებია: სამეცნიერო ელექტრონული ბაზები საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში, როგორც კვლევის ხარისხის გაუმჯობესების საშუალება; EBSCOhost პლატფორმა - სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის; ელექტრონული წიგნების EBSCOhost პლატფორმასთან ინტეგრაცია. გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო […]
19 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება და „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტს“ გააცნობს. მინისტრი, ასევე, ისაუბრებს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილ თუ უკვე მიმდინარე რეფორმებზე. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება „მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის“ განხილვა. დრო: 19 აპრილი, 13:00 […]
20 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, ანა სიჭინავა, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „პიროვნული განვითარების როლი კარიერის შექმნაში“. საჯარო ლექციის თემატიკა რა არის კარიერა? რა არის პიროვნული განვითარება? რა როლს თამაშობს პიროვნული განვითარება კარიერის შექმნაში? როგორ შევუწყოთ ხელი ჩვენს პიროვნულ განვითარებას? […]
21-24 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ გიწვევთ ფესტივალზე „წიგნი და მუსიკა“ და ფასდაკლებით გთავაზობთ ილიაუნის გამომცემლობის მიერ გამოცემულ სამეცნიერო თუ მხატვრულ ლიტერატურას. საგაზაფხულო ფესტივალი „წიგნი და მუსიკა“ ქართული წიგნის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება და წიგნისა და მუსიკის მოყვარულებს, უამრავ წიგნთან და დიდ ფასდაკლებებთან ერთად, ქართველი შემსრულებლების ლაივ კონცერტებსა და არაერთ საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებას ჰპირდება. […]
21 აპრილს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთან, გოდერძი დიდებულიძესთან. შეხვედრის თემა: სეისმო-აერონომიული ეფექტები და მიწისძვრის ოპტიკური მაცნე შეხვედრაზე განხილულ იქნება ზედა ატმოსფეროსა და იონოსფეროს მგრძნობიარობა მიწისძვრებზე. ნაჩვენები იქნება ამ რეგიონების ღამის ცის ნათების ინტენსივობის საგრძნობი ცვლილებები მიწისძვრის წინა პერიოდში, […]
21 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ გიწვევთ შეხვედრაზე: ბრძოლა ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის. დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტუალურია დისკუსია, თუ როგორი პოლიტიკა უნდა გაატარონ სახელმწიფოებმა ნარკოტიკებთან დაკავშირებით. აკრძალვამ და ნარკოტიკის მომხმარებელთა დასჯაზე ორიენტირებულმა მიდგომამ არათუ ვერ უზრუნველყო მოხმარების შემცირება, არამედ დამატებითი პრობლემები წარმოშვა. დასჯიდან ზრუნვაზე პარადიგმული […]
22 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ბაზისბანკისა და ილიაუნის ერთობლივი STEM სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. 2016 წლის STEM სასტიპენდიო პროგრამის მოცულობა 30 000 ლარამდეა. აღნიშნული სასტიპენდიო ფონდი მთლიანად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების მოქმედი თუ მომავალი სტუდენტების დაფინანსებას მოხმარდება. 2016 წლის სასტიპენდიო პროგრამის ფონდი გადანაწილდება შემდეგი პრინციპით: 4000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებს 2016 წლის ერთიანი […]
22 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ზვიად აბაშიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „მულტიკულტურალიზმის საკითხები თანამედროვე სამყაროში“. ლექციაზე განიხილება კულტურათა სხვადასხვაობის გავლენა მსოფლიო პოლიტიკურ ლანდშაფტზე. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: როგორია თანამედროვე დასავლეთში კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოების თანაცხოვრების მოდელები და რა კავშირშია ეს ყველაფერი თანამედროვე ერი-სახელმწიფოს ტრადიციულ გაგებასთან; რას ნიშნავს […]