
21 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ გიწვევთ შეხვედრაზე: ბრძოლა ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის.
დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტუალურია დისკუსია, თუ როგორი პოლიტიკა უნდა გაატარონ სახელმწიფოებმა ნარკოტიკებთან დაკავშირებით. აკრძალვამ და ნარკოტიკის მომხმარებელთა დასჯაზე ორიენტირებულმა მიდგომამ არათუ ვერ უზრუნველყო მოხმარების შემცირება, არამედ დამატებითი პრობლემები წარმოშვა. დასჯიდან ზრუნვაზე პარადიგმული გადასვლის აუცილებლობაზე უკვე ღიად საუბრობენ წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები და სამეცნიერო კვლევითი ცენტრები. ლიბერალური მიდგომა კი უფრო და უფრო მზარდი ტენდენციაა ქვეყნების ნარკოპოლიტიკაში. ამ პირობებში საქართველო კვლავ რჩება სახელმწიფოდ, რომელიც უმკაცრეს, არაჰუმანურ და ღირსების შემლახავ მიდგომებს მიმართავს; სადაც რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მძლავრ პოლიციურ ბერკეტად იქცა და სრულად დაკარგა საზოგადოებრივი ინტერესის გამტარის ფუნქცია. პოლიტიკის რადიკალური ცვლილების აუცილებლობა კი დღითიდღე ხელშესახები ხდება.
განრიგი და თემატიკა
მომხსენებელი: ბექა წიქარიშვილი – „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი
თემა: „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიზნები და ამოცანები, ლოკალური კონტექსტის ანალიზი
მომხსენებელი: დავით სუბელიანი – ადიქტოლოგიის მიმართულების მაგისტრანტი
თემა: ნარკოტიკები და ნარკომომხმარებლები: სამეცნიერო კვლევები მითების წინააღმდეგ
მომხსენებელი: დავით კახაბერი – ფილოსოფიის მაგისტრი და ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრანტი
თემა: ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავლენა სუბკულტურების ჩამოყალიბებაზე და ისტორიული კონტექსტი.
მოდერატორი: დათო ლაღიძე – პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ფეისბუქგვერდი: https://www.facebook.com/WNmovement
ელფოსტა: whitenoisemovement@gmail.com
ვებგვერდი: http://wnm.ge/
დრო: 21 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]