25- 27 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის ატარებს ტრენინგების ციკლს სახელწოდებით: „ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები“. ტრენინგების განრიგი და თემატიკა დრო: 25 აპრილი 17:00 საათი თემა: ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები ტრენერი: ეკა ლეფსვერიძე, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის დირექტორი დრო: 26 აპრილი, 17:00 […]
26 აპრილს, 11:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის წინ (ჭავჭავაძის #32) გაიმართება სოციალური საწარმოების პროდუქციის წინასააღდგომო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილე ორგანიზაციები: • ბაბალე • Babale • ხელი ხელს • ზესხო - zeskho • ტრადიციული მოდის სახლი • ნუკრიანის სახელოსნოები nukriani workshops დრო: 11:00 - 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის წინ (ჭავჭავაძის #32)
2016 წლის 26 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სამეცნიერო კრებულის პრეზენტაცია. კრებული - სახელწოდებით, „ინტელექტუალური დიალოგი ესთეტიკის საკითხებზე: შანსები და სირთულეები“ - გამოიცა 2016 წლის დასაწყისში, ვენაში, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოქვეყნებულია 2014 წლის ივნისში ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები. კონფერენცია - […]
26 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ადრეული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ცინცაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: აუტიზმის თანამედროვე გამოწვევები. დრო: 26 აპრილი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) დასწრება თავისუფალია.
27 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სახელმძღვანელოს - „ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია“ - პრეზენტაცია. სახელმძღვანელოს ავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქეთევან კიღურაძე-გოგილაშვილი და ამავე ფაკულტეტის დოქტორანტი, პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა "ალბიუსის" ხელმძღვანელი, თეა ნაცვლიშვილი. სახელმძღვანელო განკუთვნილია დოქტორანტებისათვის, […]
27 აპრილს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით, გაიმართება კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის შემოქმედებითი საღამო. მასში მონაწილეობას მიიღებენ პიანისტი და კომპოზიტორი, ჰოვანეს მანუკიანი; მომღერლები, მარიკო ებრალიძე და მზია ჭილაძე; ფლეიტისტი, ნანუკა გოლიაძე, ინსტრუმენტული კვარტეტი ლუკა თოთაძის (კლარნეტი), დალი ძირაქაშვილის (ვიოლინო), გიორგი ნადარეიშვილისა (ჩელო) და საბა სალაღაშვილის (ფ-ნო) შემადგენლობით. შესრულდება კომპოზიტორის […]
28 აპრილს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი და მთარგმნელი, ნატო ინგოროყვა, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - სიყვარული კონვერტით: რილკე-ცვეტაევა-პასტერნაკი. საჯარო ლექცია ტარდება საბაკალავრო კურსის - პოეტები და მუზები - ფარგლებში. დრო: 28 აპრილი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) დასწრება თავისუფალია.
28 აპრილს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე პოეტ პაატა შამუგიასთან. შეხვედრის თემაა: პოეზიის გამოწვევები დღეს სტუმარი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ვინ არიან ბოლო ჟამის პოეტები, რა გამოწვევები უდგას თანამედროვე სიტყვას და სიტყვის ხალხს; ასევე, ისაუბრებს გენერალურსა და მარგინალურ ხაზებზე ლიტერატურაში. დრო: 28 აპრილი, 20:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) დასწრება თავისუფალია.