Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია“ – სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

აპრილი 27, 2016 / 14:00

27 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სახელმძღვანელოს – „ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია“ – პრეზენტაცია. სახელმძღვანელოს ავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქეთევან კიღურაძე-გოგილაშვილი და ამავე ფაკულტეტის დოქტორანტი, პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა “ალბიუსის” ხელმძღვანელი, თეა ნაცვლიშვილი.

სახელმძღვანელო განკუთვნილია დოქტორანტებისათვის, რეზიდენტებისა და პრაქტიკოსი ექიმებისათვის. სახელმძღვანელო წარმოადგენს ნაციონალური და საერთაშორისო გამოცდილების გზამკვლევს და შექმნილია პაროდონტის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, რომელიც აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში გამოიყენება როგორც სასწავლო, ასევე კლინიკურ პრაქტიკაში.

დრო: 27 აპრილი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 27, 2016
Time:
14:00
Event Category:
Event Tags: