21 მარტს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი, იაპონიისა და თურქეთის უნივერსიტეტებიდან მოწვეული ევოლუციური ბიოლოგებისა და ეკოლოგების მონაწილეობით, გიწვევთ სამუშაო შეხვედრაზე: "ევოლუციური და ბიოგეოგრაფიული კვლევები ახლო და შორეულ აღმოსავლეთში". შეხვედრის ბოლოს გათვალისწინებულია დისკუსია. შეხვედრის განრიგი და თემატიკა დრო: 16:00-16:10 საათი მისალმება: დავით თარხნიშვილი (ილიას […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი - აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ. 21 მარტს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს […]
22 მარტს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრი, ილიაუნის მართვის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აგრძელებსყოველთვიური მასტერკლასების სერიას - EANET TALKS და გიწვევთ ილიაუნის მეწარმე კურსდამთავრებულის, გიორგი კენჭუაშვილის, მასტერკლასზე: „როგორ ხდება სტუდენტი წარმატებული მეწარმე“. დასწრება თავისუფალია.
22 მარტს, 13:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ავსტრიულ განათლების ფორუმს. ფორუმზე გექნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ ავსტრიული განათლების მოდელს, ავსტრიაში უმაღლესი განათლების მიღებისა და დაფინანსების შესაძლებლობებს. ფორუმის დეტალური პროგრამა იხილეთ აქ. დრო: 22 მარტი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორია (ჭავჭვაძის გამზ. #32) სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური დასწრება თავისუფალია.
22 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე: არა ცენზურას უნივერსიტეტში! უკანასკნელი პერიოდის მოვლენები ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტები საფრთხის წინაშე დგას: არსებობს თემები, რომელთა აკადემიურ სივრცეში განხილვას გარკვეული ჯგუფები თუ ინსტიტუტები ეწინააღმდეგებიან. ბოლო თვეებში საქართველოს უნივერსიტეტებზე ექსტრემისტული ჯგუფების მიერ განხორციელებული ზეწოლა და აკადემიური ღონისძიებების ჩაშლის მცდელობები განგაშის საფუძველს […]
22 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევართან და კანზასის უნივერსიტეტის პროფესორთან, ლადო სამუშიასთან. შეხვედრის თემაა: დაკვირვებითი კოსმოლოგიის ხუთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა. დაკვირვებითი კოსმოლოგია, როგორც მეცნიერული დისციპლინა, ასი წლისაც არაა. ერთი საუკუნის განმავლობაში ჩატარებულმა კოსმოლოგიურმა დაკვირვებებმა ბევრ უაღრესად საინტერესო და ხშირად მოულოდნელ აღმოჩენამდე მიგვიყვანა. […]
23 მარტს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე შედგება ელექტროაკუსტიკური მუსიკის კონცერტი, რომელზეც შესრულდება უნივერსიტეტის ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის სტუდენტებისა და ლექტორების კომპოზიციები. დრო: 23 მარტი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. #32)
24 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus + პროგრამის მიმდინარე კონკურსების შესახებ. პროგრამა Erasmus + გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. მიმდინარე კონკურსების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://iliauni.edu.ge/ge/iliauni/samsaxurebi-da-servisebi-7/sagareo-urtiertobebis-samsaxuri-208/gacvliti-programebi/erasmus23/mimdinare-konkursebi დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს. საკონტაქტო ინფორმაცია მის.: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ოთახი E 208 ტელ: 2 22 00 09 (შიდა ნომერი: 367) ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge შეხვედრის დრო: 24 მარტი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) დასწრება თავისუფალია.
24 მარტს, ხუთშაბათს, 17.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე კონცერტს გამართავს ფრანგი მუსიკოსი სტრასბურგიდან ბარიშ ეიშანი. ბარიშ ეიშანი პოპულარიზაციას უწევს ხმელთაშუა ზღვის აუზის ტრადიციულ მუსიკას და უკრავს ანატოლიურ მუსიკალურ ინსტრუმენტზე - ჯურა. სექტემბრის თვიდან ის მოგზაურობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სტუმრობს სკოლებსა და უნივერსიტეტებს, ატარებს კონცერტებს და არა მხოლოდ ეცნობა ადგილობრივ კულტურას, ფოლკლორს, არამედ სწავლობს კიდეც მათ […]
24 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ”ქარჩხაძის გამომცემლობა“ გიწვევთ ახალი სერიის - "ქართული ალტერნატიული პროზა" - და მისი პირველი წიგნის პრეზენტაციაზე. წიგნს - სახელწოდებით, ”გურამ რჩეულიშვილი“ წარადგენენ ლიტერატურათმცოდნე თამაზ ვასაძე და ლიტერატურის კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე. ნაწყვეტი წიგნის ბოლოსიტყვაობიდან: ”გურამ რჩეულიშვილი გამორჩეული მოვლენაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. მწერალს მხოლოდ […]
25 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში, ტრადიციისამებრ, მასპინძლობს პატარძეულის ქართულ-ფრანგულ სკოლა-ლიცეუმს, რომლის მოსწავლეები წარმოადგენენ შემდეგ პროგრამას: მოეწყობა სხვადასხვა კონკურსში მონაწილე 10 ახალგაზრდა გამომგონებლის მიერ შექმნილი პროექტების გამოფენა/პრეზენტაცია; წარმოდგენილი იქნება ორი ფრანგულენოვანი მინისპექტაკლი: Il dessine le visage du bonheur - spectacle poétique consacré à Jacques Prévert ("ის ხატავს ბედნიერების სახეს" - ჟაკ […]
25 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 415 აუდიტორიაში გაიმართება ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ეროვნული საბჭოს მიერ 2016-2017 აკადემიური წლისათვის კარნეგის კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის პრეზენტაცია. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მკვლევრებს, რომელთაც არ სურთ აკადემიური ხარისხის მიღება შეერთებული შტატების უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში. მონაწილეები კვლევას ჩაატარებენ სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში; სტიპენდიატები კვლევებს […]
25 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, გიორგი მშვენიერაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ჯონ სტიუარტ მილის „თავისუფლების შესახებ“ („On Liberty“). ლექციაზე მიმოხილული იქნება სამოქალაქო, ანუ საზოგადოებრივი, თავისუფლება; იმ ძალაუფლების ბუნება და საზღვრები, რომელიც საზოგადოებამ შეიძლება კანონიერად განახორციელოს ინდივიდზე. მომხსენებლის შესახებ გიორგი მშვენიერაძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის […]