BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160321T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160321T160000
DTSTAMP:20260513T005011
CREATED:20160316T104757Z
LAST-MODIFIED:20240202T070807Z
UID:10003027-1458576000-1458576000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იაპონელი და თურქი მეცნიერების სამუშაო შეხვედრა: "ევოლუციური და ბიოგეოგრაფიული კვლევები ახლო და შორეულ აღმოსავლეთში"
DESCRIPTION:21 მარტს\, ორშაბათს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამეცნიერო კაფე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი\, იაპონიისა და თურქეთის უნივერსიტეტებიდან მოწვეული ევოლუციური ბიოლოგებისა და ეკოლოგების მონაწილეობით\, გიწვევთ სამუშაო შეხვედრაზე: “ევოლუციური და ბიოგეოგრაფიული კვლევები ახლო და შორეულ აღმოსავლეთში”. შეხვედრის ბოლოს გათვალისწინებულია დისკუსია. \nშეხვედრის განრიგი და თემატიკა \nდრო: 16:00-16:10 საათი\nმისალმება: დავით თარხნიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) \nდრო:16:10-16:40 საათი\nმომხსენებელი: ალექსეი იანჩიკოვი (ბულენტ ეჯევიტის უნივერსიტეტი\, ზონღულდაკი\, თურქეთი)\nთემა: ჰიბრიდული ზონები ცენტრალურ ევროპაში: ბაყაყებიდან თაგვებამდე \nდრო: 16:45-17:15 საათი\nმომხსენებელი: ფერათ მათური (ბულენტ ეჯევიტის უნივერსიტეტი\, ზონღულდაკი\, თურქეთი)\nთემა: ანატოლიის ბიოგეოგრაფია მცირე ძუძუმწოვრების მაგალითზე \nდრო: 17:15-17:45 შესვენება \nდრო: 17:45-18:15 საათი\nმომხსენებელი: რიუში მაშიდა (ჰოკაიდოს უნივერსიტეტი\, იაპონია)\nთემა: თანამშრომლობის პერსპექტივები ჰოკაიდოს უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის \nდრო: 18:20-18:50 საათი\nმომხსენებელი: იოშიჰორი ნიშიტა (ასისტენტ-პროფესორი\, ჰოკაიდოს უნივერსიტეტი\, იაპონია)\nთემა: გენეტიკური ცვალებადობა MHC კლას II-ის DRB გენებში კვერნისნაირებში: კუნძულოვანი და კონტინენტური პოპულაციების შედარება \nდრო: 18:55-19:25 საათი\nმომხსენებელი: დაისუკე ჰირატა (დოქტორანტი\, ჰოკაიდოს უნივერსიტეტი)\nთემა: მურა დათვის (Ursus arctos) მოლეკულური ფილოგეოგრაფია აზიის კონტინენტზე\, დაფუძნებული სრული მიტოქონდრიული დნმ-ის შესწავლაზე \nდრო: 19:30 საათი\nდისკუსია \nსამუშაო ენა: ინგლისური\nშეხვედრის დრო: 21 მარტი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია\n(ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \nდასწრება თავისუფალია! \nWorkshop “evolutionary and biogeography studies in Anatolia and Far East” \nschedule:\n16:00-16:10 – Welcome\, David Tarkhnishvili (Ilia State University)\n16:10-16:40 – Alexey YANCHUKOV (Bülent Ecevit Üniversity\, Zonguldak\, Turkey). Hybrid zones in Central Europe: frogs to mice.\n16:45-17:15 – Ferhat MATUR (Bülent Ecevit Üniversity\, Zonguldak\, Turkey). Biogeography of Anatolia\, with the Emphasis of small mammals\n17:15-17:45 – Coffee break\n17:45-18:15 – Ryuichi MASUDA (Hokkaido University) Future collaborations between our graduate schools\n18:20-18:50 – Yoshinori NISHITA (Hokkaido University) Genetic variation of the MHC class II DRB genes among mustelids: a comparison of the insular populations with the related continental ones.\n18:55-19:25 – Daisuke HIRATA (Hokkaido University) Molecular phylogeography of the brown bear (Ursus arctos) in Asia\, revealed by complete mitochondrial DNA sequences.\n19:30– Discussion \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iaponeli-da-thurqi-metsnierebis-samushao-shekhvedra-evolutsiuri-da-biogeographiuli-kvlevebi-akhlo-da-shoreul-aghmosavlethshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35608.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160321T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160321T180000
DTSTAMP:20260513T005011
CREATED:20160304T110014Z
LAST-MODIFIED:20240202T070806Z
UID:10003026-1458583200-1458583200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“ - შეხვედრა ილიაუნის თეატრის ხელმძღვანელთან\, ნატალია თვალჭრელიძესთან
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი – აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში\, ყოველ ორშაბათს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს\, თავიანთ პროფესიასთან ერთად\, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს\, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ. \n21 მარტს\, ორშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ხელმძღვანელი\, ნატალია თვალჭრელიძე შეხვდება. \nსაუბრის თემაა: „რატომ იარსებებს თეატრი ყოველთვის?“ \nილიაუნის თეატრის ხელმძღვანელი შეეცდება\, უპასუხოს თეატრთან დაკავშირებულ მთავარ შეკითხვებს: \n\nრა არის თეატრი?\nრატომ არის თეატრი მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის?\nრა მნიშვნელობა აქვს ხელოვნების ამ დარგის შესწავლას?\nრა პროფესიები სჭირდება თეატრს?\nროგორ უნდა გავხდეთ მსახიობი ან რეჟისორი?\nროგორ ასწავლიან თეატრალურ ხელოვნებას ილიაუნიში?\n\nდრო: 21 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/abiturientis-dghe-ligamusshi-shekhvedra-iliaunis-theatris-khelmdzghvanelthan-natalia-thvaltchrelidzesthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35321.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160322T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160322T120000
DTSTAMP:20260513T005011
CREATED:20160309T083027Z
LAST-MODIFIED:20240202T070759Z
UID:10003025-1458648000-1458648000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის მეწარმე კურსდამთავრებულის\, გიორგი კენჭუაშვილის\, მასტერკლასი: „როგორ ხდება სტუდენტი წარმატებული მეწარმე“
DESCRIPTION:22 მარტს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრი\, ილიაუნის მართვის ინსტიტუტთან თანამშრომლობით\, აგრძელებსყოველთვიური მასტერკლასების სერიას – EANET TALKS და გიწვევთ ილიაუნის მეწარმე კურსდამთავრებულის\, გიორგი კენჭუაშვილის\, მასტერკლასზე: „როგორ ხდება სტუდენტი წარმატებული მეწარმე“. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-metsarme-kursdamthavrebulis-giorgi-kentchuashvilis-masterklasi-rogor-khdeba-studenti-tsarmatebuli-metsarme/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35515.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160322T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160322T130000
DTSTAMP:20260513T005011
CREATED:20160318T133318Z
LAST-MODIFIED:20241122T110919Z
UID:10003024-1458651600-1458651600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ავსტრიული განათლების ფორუმი
DESCRIPTION:22 მარტს\, 13:00-დან 15:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ავსტრიულ განათლების ფორუმს. ფორუმზე გექნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ ავსტრიული განათლების მოდელს\, ავსტრიაში უმაღლესი განათლების მიღებისა და დაფინანსების შესაძლებლობებს. \nფორუმის დეტალური პროგრამა იხილეთ აქ. \nდრო: 22 მარტი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორია (ჭავჭვაძის გამზ. #32) \nსამუშაო ენა: ქართული\, რუსული\, ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/avstriuli-ganathlebis-phorumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35667.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160322T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160322T180000
DTSTAMP:20260513T005011
CREATED:20160314T081234Z
LAST-MODIFIED:20240202T070757Z
UID:10003023-1458669600-1458669600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო შეხვედრა თემაზე: არა ცენზურას უნივერსიტეტში!
DESCRIPTION:22 მარტს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე: არა ცენზურას უნივერსიტეტში! \nუკანასკნელი პერიოდის მოვლენები ცხადად აჩვენებს\, რომ საქართველოს უნივერსიტეტები საფრთხის წინაშე დგას: არსებობს თემები\, რომელთა აკადემიურ სივრცეში განხილვას გარკვეული ჯგუფები თუ ინსტიტუტები ეწინააღმდეგებიან.\nბოლო თვეებში საქართველოს უნივერსიტეტებზე ექსტრემისტული ჯგუფების მიერ განხორციელებული ზეწოლა და აკადემიური ღონისძიებების ჩაშლის მცდელობები განგაშის საფუძველს იძლევა – ეს შემთხვევები ტენდენციის სახეს იღებს\, რაც\, საბოლოოდ\, ცენზურის ფორმალური თუ არაფორმალური მექანიზმის ჩამოყალიბებით შეიძლება დასრულდეს. \nაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების საინიციატივო ჯგუფმა შეიმუშავა დეკლარაცია\, რომელიც საჯაროდ გავრცელდა და ყველა ადამიანს შეუძლია ხელმოწერით დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება. \n\nდეკლარაცია: https://goo.gl/AJIkH3\n\n22 მარტს\, საჯარო შეხვედრაზე\, დეკლარაციის საინიციატივო ჯგუფთან ერთად\, დაინტერესებული პირები განიხილავენ და იმსჯელებენ უნივერსიტეტის\, აკადემიური სივრცის ცენზურისაგან დაცვის მექანიზმებზე. \nმონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის პროფესორები და მოწვეული სტუმრები\, მათ შორის: გიგა ზედანია\, დავით თარხნიშვილი\, დავით აფრასიძე\, გიორგი გვალია\, გია ნოდია\, თათა ცოფურაშვილი\, თამარ გურჩიანი\, ნინო დანელია\, თეო ხატიაშვილი\, გიორგი მაისურაძე\, ლევან ბერძენიშვილი\, ნოდარ ლადარია\, ნინო დობორჯგინიძე\, ლაშა ბაქრაძე\, ქეთი დევდარიანი\,  რატი ამაღლობელი\, ლაშა ბუღაძე და სხვები. \nდრო: 22 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-shekhvedra-themaze-ara-tsenzuras-universitetshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35570.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160322T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160322T190000
DTSTAMP:20260513T005011
CREATED:20160318T101506Z
LAST-MODIFIED:20240202T070753Z
UID:10003022-1458673200-1458673200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა პროფესორ ლადო სამუშიასთან
DESCRIPTION:22 მარტს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევართან და კანზასის უნივერსიტეტის პროფესორთან\, ლადო სამუშიასთან. \nშეხვედრის თემაა: დაკვირვებითი კოსმოლოგიის ხუთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა. \nდაკვირვებითი კოსმოლოგია\, როგორც მეცნიერული დისციპლინა\, ასი წლისაც არაა. ერთი საუკუნის განმავლობაში ჩატარებულმა კოსმოლოგიურმა დაკვირვებებმა ბევრ უაღრესად საინტერესო და ხშირად მოულოდნელ აღმოჩენამდე მიგვიყვანა. მოხსენებაში განვიხილავთ ხუთ მნიშვნელოვან კოსმოლოგიური აღმოჩენას: სამყაროს გაფართოებას\, დიდი აფეთქების თეორიას\, ბნელ მატერიას\, ბნელ ენერგიას და გრავიტაციულ ტალღებს. რის საფუძველზე ვამტკიცებთ\, რომ სამყარო ფართოვდება ან ბნელი ენერგია არსებობს? რას გვიქადის უახლოეს მომავალში დაგეგმილი\, გაცილებით უფრო ზუსტი დაკვირვებები? საინტერესოა\, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი დაკვირვებითი ფაქტიდან\, ფუნდამენტური ფიზიკის თვალსაზრისით\, ორი ჯერ კიდევ აუხსნელია. \nდრო: 22 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-shekhvedra-prophesor-lado-samushiasthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35655.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160323T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160323T190000
DTSTAMP:20260513T005011
CREATED:20160318T135940Z
LAST-MODIFIED:20240202T070749Z
UID:10003020-1458759600-1458759600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ელექტროაკუსტიკური მუსიკის კონცერტი
DESCRIPTION:23 მარტს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე შედგება ელექტროაკუსტიკური მუსიკის კონცერტი\, რომელზეც შესრულდება უნივერსიტეტის ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის სტუდენტებისა და ლექტორების კომპოზიციები. \nდრო: 23 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/eleqtroakustikuri-musikis-kontserti-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35656.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160324T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160324T160000
DTSTAMP:20260513T005011
CREATED:20160323T112640Z
LAST-MODIFIED:20240202T070744Z
UID:10003018-1458835200-1458835200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა - Erasmus + გაცვლითი პროგრამა
DESCRIPTION:24 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus + პროგრამის მიმდინარე კონკურსების შესახებ. \nპროგრამა Erasmus + გულისხმობს ბაკალავრების\, მაგისტრანტების\, დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. \nმიმდინარე კონკურსების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: \nhttp://iliauni.edu.ge/ge/iliauni/samsaxurebi-da-servisebi-7/sagareo-urtiertobebis-samsaxuri-208/gacvliti-programebi/erasmus23/mimdinare-konkursebi \nდამატებითი კითხვების შემთხვევაში\, მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს. \nსაკონტაქტო ინფორმაცია \nმის.: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5\, ოთახი E 208\nტელ: 2 22 00 09 (შიდა ნომერი: 367)\nელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge \nშეხვედრის დრო: 24 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-erasmus-gatsvlithi-programa-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35524.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160324T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160324T170000
DTSTAMP:20260513T005011
CREATED:20160322T120404Z
LAST-MODIFIED:20240202T070741Z
UID:10003017-1458838800-1458838800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მუსიკოს ბარიშ ეიშანი კონცერტი ილიაუნის თეატრში
DESCRIPTION:24 მარტს\, ხუთშაბათს\, 17.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე კონცერტს გამართავს ფრანგი მუსიკოსი სტრასბურგიდან ბარიშ ეიშანი. \nბარიშ ეიშანი პოპულარიზაციას უწევს ხმელთაშუა ზღვის აუზის ტრადიციულ მუსიკას და უკრავს ანატოლიურ მუსიკალურ ინსტრუმენტზე – ჯურა. სექტემბრის თვიდან ის მოგზაურობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში\, სტუმრობს სკოლებსა და უნივერსიტეტებს\, ატარებს კონცერტებს და არა მხოლოდ ეცნობა ადგილობრივ კულტურას\, ფოლკლორს\, არამედ სწავლობს კიდეც მათ მუსიკას. შესაბამისად\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე ის წარდგება არა მხოლოდ მშობლიური ფრანგული მუსიკით\, არამედ ებრაული (იდიშზე\, ივრითზე და ლადინოს ენაზე)\, ბერძნული\, თურქული\, აზერბაიჯანული\, სომხური და ქართული სიმღერებითაც შესაბამის ენებზე. \nკონცერტში მონაწილეობას მიიღებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდიც. \nდრო: 24 მარტი\, 17.00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/musikos-barish-eishani-kontserti-iliaunis-theatrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35697.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160324T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160324T190000
DTSTAMP:20260513T005011
CREATED:20160318T095714Z
LAST-MODIFIED:20240202T070735Z
UID:10003015-1458846000-1458846000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:”გურამ რჩეულიშვილი“ - წიგნის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:24 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ”ქარჩხაძის გამომცემლობა“ გიწვევთ ახალი სერიის – “ქართული ალტერნატიული პროზა” – და მისი პირველი წიგნის პრეზენტაციაზე. წიგნს – სახელწოდებით\, ”გურამ რჩეულიშვილი“ წარადგენენ ლიტერატურათმცოდნე თამაზ ვასაძე და ლიტერატურის კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე. \nნაწყვეტი წიგნის ბოლოსიტყვაობიდან: \n”გურამ რჩეულიშვილი გამორჩეული მოვლენაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. მწერალს მხოლოდ ხუთი წელი ჰქონდა იმისთვის\, რომ საქართველოში ახალი ლიტერატურული ეპოქისთვის დაედო საფუძველი. არცთუ მეგობრულად მიღებული საბჭოთა კრიტიკის მიერ\, 22 წლის ახალგაზრდა დებიუტანტი მაშინვე მოექცა პროგრესული ახალგაზრდების ყურადღების ცენტრში\, და მას მერე ყველა თაობა თავად ხდება ამ საოცარი\, ლაკონური\, დამუხტული და მუდამ თანამედროვე ტექსტების ხელახლა აღმომჩენი“. \nდრო: 24 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/guram-rcheulishvili-tsignis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35634.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160325T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160325T140000
DTSTAMP:20260513T005011
CREATED:20160324T124442Z
LAST-MODIFIED:20240202T070730Z
UID:10003013-1458914400-1458914400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში: პატარძეულის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმის წარმოდგენა
DESCRIPTION:25 მარტს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში\, ტრადიციისამებრ\, მასპინძლობს პატარძეულის ქართულ-ფრანგულ სკოლა-ლიცეუმს\, რომლის მოსწავლეები წარმოადგენენ შემდეგ პროგრამას: \n\n მოეწყობა სხვადასხვა კონკურსში მონაწილე 10 ახალგაზრდა გამომგონებლის მიერ შექმნილი პროექტების გამოფენა/პრეზენტაცია;\n წარმოდგენილი იქნება ორი ფრანგულენოვანი მინისპექტაკლი:\nIl dessine le visage du bonheur – spectacle poétique consacré à Jacques Prévert (“ის ხატავს ბედნიერების სახეს” – ჟაკ პრევერისადმი მიძღვნილი პოეტური სპექტაკლი)\nLe petit chaperon-rouge (წითელქუდა).\n\nღონისძიებაში მონაწილეობს 30 მოსწავლე. ღონისძიებას დაესწრებიან მოსწავლეები თელავის მე-5 საჯარო სკოლიდან\, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2015 წლის ოქტომბერში გააფორმა. \nდრო: 25 მარტი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phrankophoniis-dgheebis-pharglebshi-patardzeulis-qarthul-phranguli-skola-litseumis-tsarmodgena/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35720.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160325T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160325T160000
DTSTAMP:20260513T005011
CREATED:20160321T061757Z
LAST-MODIFIED:20240202T070725Z
UID:10003011-1458921600-1458921600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარნეგის კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის პრეზენტაცია
DESCRIPTION:25 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 415 აუდიტორიაში გაიმართება ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ეროვნული საბჭოს მიერ 2016-2017 აკადემიური წლისათვის კარნეგის კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის პრეზენტაცია. \nკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მკვლევრებს\, რომელთაც არ სურთ აკადემიური ხარისხის მიღება შეერთებული შტატების უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში. მონაწილეები კვლევას ჩაატარებენ სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში; სტიპენდიატები კვლევებს ჩაატარებენ კონკრეტულ თემებზე სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში\, დაწერენ 15-30-გვერდიან სამეცნიერო სტატიას და\, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ\, წაიკითხავენ ლექციებს\, რათა ხელი შეუწყონ მეცნიერებისა და განათლების განვითარებას საკუთარ რეგიონში. \nსტიპენდია მოიცავს: \n\nორმხრივ ავიაბილეთს;\nსაორიენტაციო პროგრამას ვაშინგტონში გამგზავრებამდე;\nყოველთვიურ სტიპენდიას;\nჯანმრთელობის დაზღვევას;\nსაშვს ბიბლიოთეკებსა და არქივებში\, ასევე კურსდამთავრებულთა აქტივობებზე.\n\nგარდა ამისა\, ფონდის დახმარებით მათ საშუალება მიეცემათ\, შეიძინონ წიგნები და კვლევისათვის საჭირო სხვა ნივთები. \nკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ: \n\nსომხეთის\, აზერბაიჯანის\, ბელარუსის\, საქართველოს\, მოლდავეთის\, რუსეთის ან უკრაინის მოქალაქეებს;\nაპლიკანტებს\, რომელთა კვლევითი თემა ეხება CASE-ის მიერ არჩეულ ერთ-ერთ საკითხს;\nკურსდამთავრებულებს\, უნივერსიტეტის პროფესორებსა და მეცნიერებს\, რომელთაც არ აქვთ რაიმე სახის მიმდინარე კვლევა აშშ-ის რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში;\nმკვლევრებს\, რომლებსაც აქვთ “Kandidatska” ხარისხის ეკვივალენტური ან უფრო მაღალი ხარისხი\, ან მუშაობენ “Kandidatska” ხარისხზე;\nმკვლევრებს\, რომელთა წერითი და სალაპარაკო ინგლისურის დონე დამაკმაყოფილებელია დამოუკიდებელი კვლევების ჩასატარებლად;\nმეცნიერებს\, რომლებსაც აქვთ პუბლიკაციები კონკრეტულ სფეროში;\nმეცნიერებს\, რომელთაც შეუძლიათ მიიღონ და შეინარჩუნონ შეერთებული შტატების J-1 ვიზა.\nმკვლევრებს\, რომლებსაც შეუძლიათ დაიწყონ კვლევა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2016 წლის სექტემბერს ან 2017 წლის იანვარში.\n\nდამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულებს: \n\nhttp://www.nceeer.org (Carnegie Program)\nhttp://www.americancouncils.ge\n\nან დაგვიკავშირდით შემდეგ ელფოსტაზე: \n\nalexei@nceeer.org\n\nდასწრების მსურველებმა გთხოვთ მოგვწეროთ და დაგვიდასტუროთ დასწრება შემდეგ ელფოსტაზე: development@iliauni.edu.ge. \nგანაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 30 აპრილი\, 2016 \nპრეზენტაციის დრო: 25 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 415 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/karnegis-kvlevithi-stipendiis-mosapoveblad-gamotskhadebuli-konkursis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35660.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160325T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160325T190000
DTSTAMP:20260513T005011
CREATED:20160324T110547Z
LAST-MODIFIED:20240202T070719Z
UID:10003010-1458932400-1458932400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი მშვენიერაძის საჯარო ლექცია: ჯონ სტიუარტ მილის „თავისუფლების შესახებ“
DESCRIPTION:25 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, გიორგი მშვენიერაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ჯონ სტიუარტ მილის „თავისუფლების შესახებ“ („On Liberty“). ლექციაზე მიმოხილული იქნება სამოქალაქო\, ანუ საზოგადოებრივი\, თავისუფლება; იმ ძალაუფლების ბუნება და საზღვრები\, რომელიც საზოგადოებამ შეიძლება კანონიერად განახორციელოს ინდივიდზე. \nმომხსენებლის შესახებ \nგიორგი მშვენიერაძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორია. 2007 წლიდან აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში (კავკასიის უნივერსიტეტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). ასევე\, არის ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი. \nგიორგი მშვენიერაძემ 2005 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამჟამად დოქტორანტია საჯარო სამართლის მიმართულებით. მას აქვს საჯარო სამართლის (კონსტიტუციური სამართალი\, ადამიანის უფლებათა სამართალი) მიმართულებით იურისტად მუშაობის ფართო გამოცდილება\, კერძოდ: 2005-2012 წლებში მუშაობდა სახალხო დამცველის ოფისში სხვადასხვა თანამდებობაზე; იყო სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში; 2012 წელს მუშაობდა სასჯელაღსრულების\, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მთავარ მრჩევლად. \nდრო: 25 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-mshvenieradzis-sajaro-leqtsia-jon-stiuart-milis-thavisuphlebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35716.png
END:VEVENT
END:VCALENDAR