„შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ“ გაქვს დრო და სურვილი, 2016 წლის გაზაფხულის სემესტრში უკეთ გაიცნო უნივერსიტეტი და უფრო აქტიურად ჩაერთო საუნივერსიტეტო ცხოვრებაში? ბევრ საინტერესო პროექტში მიიღო მონაწილეობა? შეიძინო ახალი მეგობრები და გამოცდილება? გაიმრავალფეროვნო ინტერესები? ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გახდე პროექტ ილიაუნი+-ის მონაწილე და შენი საუნივერსიტეტო ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2 მარტს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „გვჭირდება თუ არა სამოქალაქო განათლება?“. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: გიგა ზედანია - ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; გიორგი გვალია, პოლიტოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი; თათა ცოფურაშვილი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; თამარ გურჩიანი - იურისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; თეო ხატიაშვილი - კინომცოდნე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ნინო ჭიაბრიშვილი - განათლების ექსპერტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ეკა ჭითანავა - „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორი. დრო: 2 მარტი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) […]
6 მარტს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი გიწვევთ საქველმოქმედო სპექტაკლზე „სკაპენის ოინები“. ფრანგი დრამატურგის, ჟან-ბატისტ მოლიერის, ერთმოქმედებიანი კომედია ილიაუნის სცენაზე რეჟისორმა გოგა ქაჩიბაიამ დადგა. ბილეთის ფასი: 15 ლარი. სპექტაკლიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება მარი ბურდულის დასახმარებლად. დრო: 6 მარტი, 20:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. #32)