22 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია-დისკუსია და ფოტოგამოფენა, რომელსაც საქართველოს საკონტიტუციო სასამართლო წარმოადგენს. ღონისძიებას გახსნის ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია. მოხსენებებს წაიკითხავენ ილიაუნის პროფესორები და მოწვეული ლექტორები: გიორგი პაპუაშვილი, ემზარ ჯგერენაია და ნინო დობორჯგინიძე. საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია აღნიშნული დროის […]
26 თებერვალს, პარასკევს, 19:30 საათზე, ვარდების მოედანზე (ველოსიპედის ძეგლის პირდაპირ), ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, Critical Mass და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწყობენ ერთობლივ საქველმოქმედო ღონისძიებას სახელწოდებით - იმგზავრე ველოსიპედით და მიირთვი ორცხობილა. პროექტი, რომლის მიზანია უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალების - ველოსიპედის პოპულარიზაცია თბილისში, ითვალისწინებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე, ველოსიპედის სადგომების მონტაჟს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, […]
24 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია-დისკუსია თემაზე: „1921 წლის თებერვალი-მარტი. ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის“. მოწვეულ სტუმართა შორის იქნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას, შვილიშვილი - რეჯებ ჟორდანია. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტები და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები. საჯარო ლექცია-დისკუსიას გაუძღვებიან ისტორიკოსები: მიხეილბახტაძე, დიმიტრი სილაქაძე, ბექა […]
ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტი უერთდება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს და 24 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ გიწვევთ „პოეტური კითხვის“ საღამოზე. სტუმარი - პოეტი შოთა იათაშვილი საჯაროდ წაიკითხავს როგორც ძველ, ისე ახალ კრებულში შესულ ლექსებს. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, წელს პირველად აღინიშნება საქართველოში. დრო: 24 თებერვალი, 17:00 საათი […]
25 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გაიმართება დისკუსია, რომლის მიზანი საბჭოთა ოკუპაციის განსხვავებული პერსპექტივით გააზრებაა. 95 წლის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად შეიცნო და გაითავისა ეს ტრაგიკული მოვლენა, თუმცა ოკუპაციის შესახებ არსებული დისკუსია, ძირითადად, სამხედრო მოქმედებების განხილვასა და თებერვლის ტრაგიკულ ამბებს ეხება. ყურადღების მიღმა რჩება „არასაბრძოლო“, მშვიდობიანი ოკუპაციის […]
27 თებერვალს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, ევროკომისიის მიერ მე-7 ჩარჩოპროგრამით დაფინანსებული პროექტის - „ჯაჭვური რეაქცია“ - ფარგლებში, გაიმართება მოსწავლეთა მესამე ეროვნულიკონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კონფერენციაში მონაწილეობენ პროექტში 2015-2016 სასწავლო წელს ჩართული სკოლები: მე-2 საჯარო სკოლა, ბათუმი; მე-3 საჯარო სკოლა, ბორჯომი; მე-4 საჯარო სკოლა, თელავი; მე-12 საჯარო სკოლა, რუსთავი; ბაკურციხის საჯარო სკოლა, გურჯაანი. კონფერენციაზე მოსწავლეები როგორც სასესიო, ასევე საგამოფენო ფორმატში წარმოადგენენ კვლევით პროექტებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. საუკეთესო კვლევითი პროექტის […]
27 თებერვალს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი გიწვევთ საქველმოქმედო სპექტაკლზე „ჟლეტის ღმერთი“. ფრანგი დრამატურგის, იასმინა რეზას პიესა ილიაუნის სცენაზე რეჟისორმა დავით ჭაბაშვილმა დადგა. ბილეთის ფასია: 10 ლარი სპექტაკლიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება მარი ბურდულის დასახმარებლად. დრო: 27 თებერვალი, 20:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. #32)