Loading Events

« All Events

  • This event has passed.

იმგზავრე ველოსიპედით და მიირთვი ორცხობილა – საქველმოქმედო აქცია

თებერვალი 23, 2016 / 18:13

26 თებერვალს, პარასკევს, 19:30 საათზე, ვარდების მოედანზე (ველოსიპედის ძეგლის პირდაპირ), ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, Critical Mass და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწყობენ ერთობლივ საქველმოქმედო ღონისძიებას სახელწოდებით – იმგზავრე ველოსიპედით და მიირთვი ორცხობილა. პროექტი, რომლის მიზანია უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალების – ველოსიპედის პოპულარიზაცია თბილისში, ითვალისწინებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე, ველოსიპედის სადგომების მონტაჟს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, გაიყიდება ამერიკული ორცხობილები (ფასი 50 თეთრი) და შეგროვილი თანხა სრულად მოხმარდება პროექტის წარმატებით განხორციელებას – ჭავჭავაძის ქუჩაზე ველოსიპედის სადგომების მონტაჟს.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

დრო: 26 თებერვალი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: ვარდების მოედანი (ველოსიპედის ძეგლის პირდაპირ)

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
თებერვალი 23, 2016
Time:
18:13
Event Category:
Event Tags: