15 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში (S 501 ოთახი) გაიმართება პრეზენტაცია : გამოხმაურება იტალიის უნივერსიტეტებში იტალიური ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაციაზე მომხსენებელი: იტალიური კულტურის ცენტრის კოორდინატორი მანანა სიფრაშვილი. დრო: 15 თებერვალი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 501 ოთახი (გ. წერეთლის ქ. #3) დასწრება თავისუფალია.
16 თებერვალს, 15:00 საათზე, ილიაუნის თეატრში გაიმართება თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის - „ქართული თეატრი 2015 წელს“ - პრეზენტაცია. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდება საუკეთესო ხუთეულები 9 ნომინაციაში. უკვე მეხუთე წელია, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი ყოველი წლის დასაწყისში აჯამებს ქართული თეატრების (სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო) განვლილი წლის მუშაობას, ავლენს და ასახელებს წლის პროდუქტიულ მსახიობებსა […]
17 თებერვალს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ესტონეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე უცხოეთში სწავლით დაინტერესებულ ყველა პირს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, დაფინანსების/სტიპენდიის შესახებ და პირადად გაესაუბროს უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. ესტონეთში ამჟამად მრავალი ქართველი სტუდენტი სწავლობს სრული დაფინანსებით. მომდევნო სასწავლო წლისთვის საბუთების მიღების პროცესი კი უკვე აქტიურად მიმდინარეობს. საკონტაქტო ინფორმაცია: კაროლინ მაგი, ტალინის უნივერსიტეტი ელფოსტა: […]
17 თებერვალს, 20:00 საათზე, კულტურის ცენტრში ”მუზა”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართება საქველმოქმედო სპექტაკლი ”ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს”(16+). ბილეთის ფასია 5 ლარი. სპექტაკლიდან შემოსული მთელი თანხა გადაირიცხება 32 წლის მარი ბურდულის დასახმარებლად. ასევე თანხის გადარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: WeHelp.ge და gofundme.com. მარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია. ის 32 წლის არის და 3 […]
18-19 თებერვალს, 11:00-დან 19:00 საათმდე ექსპო-ჯორჯიას მე-11 საგამოფენო პავილიონში გაიმართება VI საერთაშორისო უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების გამოფენა, რომელიც მიზნად ისახავს, ერთ სივრცეში მოუყაროს თავი ხარისხიანი განათლების საერთაშორისო პროვაიდერებს, საზღვარგარეთ სწავლის აგენტებსა და განათლების კონსულტანტებს. განათლების მე-6 საერთაშორისო გამოფენაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც მიიღებს მონაწილეობას. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაწვრილებით გაეცნონ ილიას […]
2016 წლის 18 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ატარებენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციები კავკასიაში“ კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 10 მარტამდე უნდა გამოგზავნონ აბსტრაქტი (300-500 სიტყვა) ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: malkhaz.matsaberidze@iliauni.edu.ge. აბსტრაქტს თან უნდა ერთვოდეს ავტორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ელფოსტა. კონფერენციის შემდეგ იგეგმება სტატიების კრებულის გამოქვეყნება. სტატიის მოცულობა: 3.000- 5.000 სიტყვა. ნაშრომი გაფორმებული უნდა იყოს ციტირების APA სტილით.
18 თებერვალს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა დასაინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთან, გიორგი დალაქიშვილთან. საუბრის თემაა: „მზის აქტივობა და მისი შესაძლო გავლენა დედამიწაზე“. შეხვედრაზე განიხილება მზის ზედაპირზე მზეზე მიმდინარე ენერგეტიკული პროცესები და მზიდან წამოსული ნაკადების/ამოფრქვევების დინამიკა; მზეზე მიმდინარე პროცესების გავლენა თანამგზავრებზე, დედამიწისატმოსფეროში მიმდინარე […]