განათლების VI საერთაშორისო გამოფენა

18-19 თებერვალს, 11:00-დან 19:00 საათმდე ექსპო-ჯორჯიას მე-11 საგამოფენო პავილიონში გაიმართება VI საერთაშორისო უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების გამოფენა, რომელიც მიზნად ისახავს, ერთ სივრცეში მოუყაროს თავი ხარისხიანი […]

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციები კავკასიაში“

2016 წლის 18 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ატარებენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციები კავკასიაში“ კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 10 მარტამდე უნდა გამოგზავნონ აბსტრაქტი (300-500 სიტყვა) ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: malkhaz.matsaberidze@iliauni.edu.ge. აბსტრაქტს თან უნდა ერთვოდეს ავტორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ელფოსტა. კონფერენციის შემდეგ იგეგმება სტატიების კრებულის გამოქვეყნება. სტატიის მოცულობა: 3.000- 5.000 სიტყვა. ნაშრომი გაფორმებული უნდა იყოს ციტირების APA სტილით.

ასისტენტ-პროფესორ გიორგი დალაქიშვილის საჯარო ლექცია: „მზის აქტივობა და მისი შესაძლო გავლენა დედამიწაზე“

18 თებერვალს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა დასაინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთან, გიორგი დალაქიშვილთან. საუბრის თემაა: „მზის აქტივობა […]