11 იანვარს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E306 აუდიტორიაში, ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი, თინათინ კახნიაშვილი, ჩაატარებს სემინარს თემაზე: "ადრეული სამყაროს სურათის აღდგენა გრავიტაციული ტალღების საშუალებით". გრავიტაციული ტალღების ასტრონომია საშუალებას გვაძლევს, დავაკვირდეთ სამყაროს ევოლუციის ადრეულ სტადიებს. სემინარზე განხილული იქნება გრავიტაციული ტალღების სხვადასხვა წყარო - ინფლაცია, კოსმოლოგიური ფაზური გადასვლები, პირველადი მაგნიტური ველები და […]
13 იანვარს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, ილიაუნის თეატრის ფოიეში გაიმართება შეხვედრა ჯულიარდის სკოლისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრანტთან, პიანისტ ზურა კობახიძესთან. ზურა კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე წარმატებული ქართველი ხელოვანია. მას მრავალი ჯილდო და გრანტი აქვს მოპოვებული, მათ შორის - ბოსტონის კონსერვატორიის ბენჯამინ კასერის სასწავლო გრანტი (დაახლ.140000 აშშ დოლარი ოთხი წლის […]
14 იანვარს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის ბიზნესის სკოლის მკვლევარი რევაზ გერაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება: ვალდებულებები და მოსალოდნელი შედეგები". დასწრება თავისუფალია.
18 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში საჯარო ლექციას წაიკითხავენ მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით და ორგანიზაცია Freedom House-ის ყოფილი პრეზიდენტი, დევიდ კრამერი, და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) გამოჩენილი მკვლევარი, სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის სწავლების Ford Dorsey პროგრამის ხელმძღვანელი, კეტრინ სტონერი. საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, დევიდ კრამერსა და კეტრინ სტონერს მიენიჭებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების წოდება. ლექციის თემა: პუტინის რუსეთი: მიმდინარე მოვლენები და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები იხილეთ საჯარო ლექციის პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია
15 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ,,ლიგამუსი“, გაიმართება XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოეტის, ოსიპ მანდელშტამის, დაბადებიდან 125 წლისადმი მიძღვნილი საღამო. ტრაგიკული ბედით გამორჩეული დიდოსტატის შემოქმედებას, ბუნებრივია, საქართველოშიც ჰყავს დამფასებელნი და მკვლევარნი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა აბზიანიძე ისაუბრებს მანდელშტამის მნიშვნელობაზე XX საუკუნის მსოფლიო პოეზიაში; ისტორიის დოქტორი, პროფესორი გია ჯოხაძე გაგაცნობთ ერთ თავს […]
16 იანვარს, შაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში - S501 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. #1), ტუშას უნივრსიტეტის პროფესორები, ანჯელა ფატორეტი და ემანუელე რადიჩეტი, წარმოადგენენ ტუშას უნივერსიტეტის პრეზენტაციას (იტალია, ვიტერბო, ლაციო). დასწრება თავისუფალია.