
11 იანვარს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E306 აუდიტორიაში, ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი, თინათინ კახნიაშვილი, ჩაატარებს სემინარს თემაზე: “ადრეული სამყაროს სურათის აღდგენა გრავიტაციული ტალღების საშუალებით”.
გრავიტაციული ტალღების ასტრონომია საშუალებას გვაძლევს, დავაკვირდეთ სამყაროს ევოლუციის ადრეულ სტადიებს. სემინარზე განხილული იქნება გრავიტაციული ტალღების სხვადასხვა წყარო – ინფლაცია, კოსმოლოგიური ფაზური გადასვლები, პირველადი მაგნიტური ველები და ტურბულენტობა.
დრო: 11 იანვარი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E306 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)
[wpai_display_imported_files_here]