28 დეკემბერს, ორშაბათს, 17: 00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის მოწვევით, აშშ-ში მცხოვრები ცნობილი ქართველი ჯაზ-პიანისტი და კომპოზიტორი, არაერთი მუსიკალური პრემიის მფლობელი, Berklee College of Music-ის კურსდამთავრებული, Manhattan School of Music-ის მაგისტრანტი გიორგი მიქაძე, ქართველი პუბლიკისთვის ჩაატარებს მასტერკლასს. გიორგი მიქაძის შესახებ: გიორგი მიქაძემ კლასიკური მუსიკალური განათლება საქართველოში მიიღო და აშშ-ში გამგზავრებამდე, […]
28 დეკემბერს, ორშაბათს 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის თარგმანების სერიის - "ფილოსოფიური ბიბლიოთეკა" - მე-5 წიგნის პრეზენტაცია. თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსისა და ლიტერატორის რიუდიგერ საფრანსკის წიგნი - "ბოროტება ანუ თავისუფლების დრამა" - ქართულ ენაზე თარგმნა ანა კორძაია-სამადაშვილმა (სამეცნიერო რედაქტორი - თამარ ცოფურაშვილი, კორექტორი - ჯულიეტა პაკაცოშვილი). რიუდიგერ […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებითა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ დაფინანსებით, 2016 წლის 26 თებერვლიდან 6 მარტამდე, თელავში გაიმართება ზამთრის სკოლა. ზამთრის სკოლის თემაა: ფილოსოფია და სოციალური თეორია ფაშიზმის პირისპირ. მოკლე აღწერა: სკოლაში განიხილება შემდეგი საკითხები: როგორ აისახა ფაშიზმის გამოცდილება ინტელექტუალთა შორის, რომლებიც მომსწრენი იყვნენ ევროპაში ფაშისტური და ნაცისტური რეჟიმების აღზევებისა? […]
30 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ჟურნალის - „ისტორიის რეკონსტრუქციები“ - პრეზენტაცია. აკადემიური ჟურნალი „ისტორიის რეკონსტრუქციები“ დაფუძნდა 2015 წლის 25 იანვარს. მისი პირველი ნომერი გამოვიდა 2015 წლის დეკემბერში. ჟურნალში შესულია სტატიები: საფრანგეთის საზოგადოებრივ კვლევათა უმაღლესი სკოლის დოქტორი გიორგი მამულია: „კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს: გაერთიანების ელიტარული მცდელობები“ ილიას სახელმიწიფო […]