30 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ჟურნალის – „ისტორიის რეკონსტრუქციები“ – პრეზენტაცია.
აკადემიური ჟურნალი „ისტორიის რეკონსტრუქციები“ დაფუძნდა 2015 წლის 25 იანვარს. მისი პირველი ნომერი გამოვიდა 2015 წლის დეკემბერში.
ჟურნალში შესულია სტატიები:
- საფრანგეთის საზოგადოებრივ კვლევათა უმაღლესი სკოლის დოქტორი გიორგი მამულია: „კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს: გაერთიანების ელიტარული მცდელობები“
- ილიას სახელმიწიფო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მაგისტრი მარიამ მათიაშვილი: „თბილისი იყო ურთიერთობა“ (შტრიხები 50–80–იანი წლების თბილისის სოციო–ურბანული პორტრეტისთვის)“
- ილიას სახელმიწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი: „ახალციხე– ქართული „იერუსალიმი“
- ილიას სახელმიწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ლადარია: „სულხან საბა ორბელიანი: ევროპა ქართველი მზერით“
დრო: 30 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)
2015 წელი
[wpai_display_imported_files_here]