Loading Events

« All Events

  • This event has passed.

აშშ-ში მცხოვრები ცნობილი ქართველი ჯაზ-პიანისტისა და კომპოზიტორის, გიორგი მიქაძის, მასტერკლასი ილიაუნიში

დეკემბერი 28, 2015 / 17:00

28 დეკემბერს, ორშაბათს, 17: 00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის მოწვევით, აშშ-ში მცხოვრები ცნობილი ქართველი ჯაზ-პიანისტი და კომპოზიტორი, არაერთი მუსიკალური პრემიის მფლობელი, Berklee College of Music-ის კურსდამთავრებული, Manhattan School of Music-ის მაგისტრანტი გიორგი მიქაძე, ქართველი პუბლიკისთვის ჩაატარებს მასტერკლასს.

გიორგი მიქაძის შესახებ:
გიორგი მიქაძემ კლასიკური მუსიკალური განათლება საქართველოში მიიღო და აშშ-ში გამგზავრებამდე, როგორც კლასიკური მუსიკის შემსრულებელმა, არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატობა მოიპოვა.
2010 წლიდან გიორგი ბოსტონის (შშ) ყველაზე პრესტიჟული Berklee College of Music-ის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი და პრეზიდენტის სტიპენდიატი გახდა. სწორედ მაშინ დაიწყო მისი, როგორც ჯაზ-შემსრულებლის, კომპოზიტორის, დირიჟორის, მენეჯერის და არანჟირებების ავტორის, წარმატებული კარიერა. 2014 წელს მუსიკოსი ნიუ-იორკის უდიდესი მუსიკალური ტრადიციების მქონე სახელოვნებო აკადემიის – Manhattan School of Music-ის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა და 3 000 აპლიკანტს შორის აღმოჩნდა ერთადერთი მუსიკოსი, ვინც მაგისტრატურის სრული, ორწლიანი სასწავლო გრანტი (Full-tuition Scholarship grant for MA Program) მოიპოვა.
მუსიკოსი სისტემატურად მართავს კონცერტებს აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ, ელიტარულ დარბაზებსა და ჯაზ-კლუბებში, როგორც კლასიკოსი, ისე ჯაზის, ბლუზის, გოსპელის, პოპის, ფანკის, Fusion-ის, R&B-ის, ელექტროაკუსტიკური, ექსპერიმენტული და მიკროტონალური მუსიკის შემსრულებელი. სწორედ ამიტომ მას ხშირად „უნივერსალურ მუსიკოსს“ უწოდებენ. მიუხედავად სტილური ორიენტირების მრავალფეროვნებისა, გიორგი საკომპოზიციო შემოქმედებაში ხშირად ეყრდნობა ქართული ხალხური მუსიკის მოტივებს. ამ მიმართულებით შექმნილი კომპოზიციებიდან აღსანიშნავია: „კავკასიური ნაგაზი“, „იგავის მოსმენის შემდეგ“, ნანა“, „საჭიდაო“ „აზამატი“, „სვანური ნანა“… მათში ორგანულადაა შერწყმული აფრო-ამერიკული ჯაზის, კლასიკისა და ქართული ფოლკლორული მუსიკის ელემენტები.
გიორგი მიქაძე არაერთი საერთაშორისო პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი და  პრემიის მფლობელია.
გიორგი მიქაძის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდებზე: http://www.giorgimikadze.com/https://www.youtube.com/watch?v=uil_KHY-XTE

დრო: 28 დეკემბერი, 17: 00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 28, 2015
Time:
17:00
Event Category:
Event Tags: