7 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „რატომ მედიაწიგნიერება?“ ლექციას წაიკითხავს ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, ჟურნალ „მასწავლებელის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს მთავარი რედაქტორი, ნატალია ინგოროყვა. საჯარო ლექცია ჩატარდება ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით. დრო: 7 დეკემბერი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. […]
18 და 21 დეკემბერს, 14:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, პარი 8 ვენსენ სენ-დენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი, მათიო რენო, წაიკითხავს საჯარო ლექციებს. მათიო რენოს შესახებ ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორის, მათიო რენოს, აკადემიური ინტერესები მოიცავს პოლიტიკურ ფილოსოფიას, თანამედროვე ფილოსოფიას, კოლონიალურ ისტორიასა და პოსტკოლონიურ კვლევებს. მას გამოქვეყნებული […]
8 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ივანე მურუსიძესთან. საუბრის თემა: კომპიუტერული სისტემები „ექსაფლოპის“ ზღურბლზე სუპერკომპიუტერები - უმაღლესი წარმადობის კომპიუტერული სისტემები - სულ უფრო მეტად განსაზღვრავს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რიტმს. ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებული, როდესაც ვეძებთ და ვაანალიზებთ ინფორმაციას ინტერნეტში, ვიყენებთ ტელეკომუნიკაციის […]
9 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B101 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლის ხელშეწყობითა და სტუდენტური კლუბის - "Lex ferenda" - ორგანიზებით, ჩატარდება საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება. ლექციას წაიკითხავენ და დისკუსიას გაუძღვებიან ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი მელაძე და ამავე ცენტრის მკვლევარი, გიორგი ნონიაშვილი. დრო: 9 დეკემბერი, […]
9 დეკემბერს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, საერთაშორისო განათლების ექსპერტი, დოქტორი გრეგორი სეილსი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “Engineering the Experience: How you teach influences learning, assessment and satisfaction”. განათლების სფეროში მოღვაწეობის 40-წლიანი გამოცდილების მქონე გრეგორი სეილსი ავტორი და თანაავტორია 50-მდე პროფესიული სტატიისა და 9 წიგნისა. ამჟამად ის კონსულტაციებს უწევს MCC-ს (Millennium Challenge […]
9 დეკემბერს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. #32) ფინეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ქრისტერ მიხელსონი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „თანამედროვე ევროკავშირის გამოწვევები: ფინეთის ხედვა“. დასწრება თავისუფალია.
10 დეკემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის მართვის ინსტიტუტის ორგანიზებით, „ბანკ რესპუბლიკის“ წარმომადგენელი ილიაუნის ლიდერთა სკოლის 50 საუკეთესო სტუდენტს შეხვდება. შეხვედრის თემაა სამომამვლო ურთიერთთანამშრომლობა. „ბანკი რესპუბლიკა“ სამუშაოდ იწვევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საუკეთესო მაჩვენებლების მქონე სტუდენტებს. დრო: 10 დეკემბერი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. […]
10 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus + მიმდინარე კონკურსების შესახებ. Erasmus + გაცვლითი პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. მიმდინარე კონკურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: დრო: 10 დეკემბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) […]
10 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გიწვევთ შეხვედრაზე ნანა ექვთიმიშვილთან, რომელიც დამსწრე აუდიტორიას თავის პირველ რომანს, „მსხლების მინდორს“ წარუდგენს. მწერალი, რეჟისორი და სცენარისტი, ნანა ექვთიმიშვილი, 1978 წელს დაიბადა თბილისში. მისი მოთხრობები პირველად გამოქვეყნდა 1999 წელს ჟურნალ „არილში“. არის რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი. […]
10 დეკემბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, გიორგი ცხადაია, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "რატომ ფლავდებიან ლიბერალები და ძლიერდებიან ულტრაკონსერვატორები. ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის საერთო ტენდენცია". ევროპა და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, გავრცელებული წარმოდგენის მიხედვით, სხვადასხვა დისკურსული რეალობებისა და პოლიტიკური ბრძოლების არეალებია. მიიჩნევა, რომ ევროპაში […]
10 დეკემბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, გიორგი ვეშაპიძესთან. საუბრის თემა: "უცნობი ლაზერი" მოხსენება შეეხება ლაზერის არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებას და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც მას უკავია თანამედროვე კვლევებში მეცნიერების სხვადასხვა დარგში. დრო: 10 დეკემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია […]
2015 წლის 11 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი გიწვევთ ინსტიტუტში დაგეგმილი კვლევითი პროექტებისა და ახალი თაობის სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის - საველე და სტაციონარული კვლევებისათვის საჭირო ორი სახეობის გრავიმეტრის პრეზენტაციაზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა 2013 წლის კონკურსში მოიპოვა შოთა რუსთაველის სამეცნიერო გრანტი (პროექტის სახელწოდება - “საქართველოს გრავიტაციული ველის ანომალიების […]
11 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, ჩატარდება დასაქმების ფორუმი. სადაზღვევო კომპანია GPI-ის წარმომადგენელი სტუდენტებს შესთავაზებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. დრო: 11 დეკემბერი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
11 დეკემბერს, პარასკევს, 17:15 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, "ონკოლოგიის ზამთრის სკოლის" ფარგლებში, საჯარო ლექციას წაიკითხავს დოქტორი ნაომი ჰოილი (Naomi Hoyle). ლექციის თემაა: "Translational research and its potential in oncology". სამუშაო ენა: ინგლისური. დრო: 11 დეკემბერი, 17:15 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1) დასწრება თავისუფალია.
12 დეკემბერს, შაბათს, 18.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" გაიმართება თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიის ალბომის - "ორმაგი ავტოგრაფი" - პრეზენტაცია. ალბომი უნიკალურია იმ მხრივ, რომ მოიცავს 21-ე საუკუნის ყველა თაობის წარმომადგენელს (103 ავტორი). Kikala Studio-მ შექმნა ამ ავტორთა ფოტო-პორტრეტები, ლექსები კი წარმოდგენილია ხელნაწერების (ფოტოპირების) სახით. „ორმაგ ავოტოგრაფს“ წარადგენენ პროფესორები: ცირა ბარბაქაძე, ბელა წიფურია, […]