Loading Events

« All Events

  • This event has passed.

გიორგი ცხადაიას საჯარო ლექცია : “რატომ ფლავდებიან ლიბერალები და ძლიერდებიან ულტრაკონსერვატორები. ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის საერთო ტენდენცია”

დეკემბერი 10, 2015 / 19:00

10 დეკემბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, გიორგი ცხადაია, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “რატომ ფლავდებიან ლიბერალები და ძლიერდებიან ულტრაკონსერვატორები. ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის საერთო ტენდენცია”.

ევროპა და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, გავრცელებული წარმოდგენის მიხედვით, სხვადასხვა დისკურსული რეალობებისა და პოლიტიკური ბრძოლების არეალებია. მიიჩნევა, რომ ევროპაში აღარ მსჯელობენ იმ მოძველებულ დაპირისპირებაზე ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის, რაც ასე აწუხებს განვითარებად ქვეყნებს და, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეს. სინამდვილეში, განსაკუთრებით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში და უფრო მეტად კი 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ევროპაში ულტრაკონსერვატორული ძალების უპრეცედენტო მოზღვავებაა. პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ულტრანაციონალიზმი, შოვინიზმი და რელიგიური ფუნდამენტალიზმი, დიდი ხანია, ნაცნობი პრობლემებია. ამ ორივე ფენომენის უკან, სავარაუდოდ, ერთი და იმავე ფორმისა და სტრუქტურის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პროცესები დგას.

საჯარო ლექციის ფარგლებში, მომხსენებელი პოსტსაბჭოთა საქართველოს მაგალითის განხილვით და ევროკავშირის ქვეყნების ამჟამინდელი პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზის გზით შეეცდება, წარმოაჩინოს ის საერთო პრობლემები, რომლებიც ხელს უწყობს ულტრაკონსერვატორების აღზევებას და ტრადიციული ლიბერალური ძალების (მათ შორის, ევროპელი სოციალ-დემოკრატების) დასუსტებას.

დრო: 10 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. №1)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 10, 2015
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: