
12 დეკემბერს, შაბათს, 18.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” გაიმართება თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიის ალბომის – “ორმაგი ავტოგრაფი” – პრეზენტაცია.
ალბომი უნიკალურია იმ მხრივ, რომ მოიცავს 21-ე საუკუნის ყველა თაობის წარმომადგენელს (103 ავტორი). Kikala Studio-მ შექმნა ამ ავტორთა ფოტო-პორტრეტები, ლექსები კი წარმოდგენილია ხელნაწერების (ფოტოპირების) სახით.
„ორმაგ ავოტოგრაფს“ წარადგენენ პროფესორები: ცირა ბარბაქაძე, ბელა წიფურია, გია ჯოხაძე, კონსტანტინე ბრეგაძე; მწერალი ნატო დავითაშვილი და ფსიქოლოგი ლევან შატბერაშვილი.
ილიაუნის სტუდენტები ალბომიდან წაიკითხავენ ლექსებს.
იდეის ავტორია სალომე სულაბერიძე; ალბომი გამოიცა „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ მხარდაჭერით (გიგა კობალაძე); დიზაინერი – მანანა არაბული; ფოტოგრაფი – მამუკა კიკალიშვილი (Kikala Studio); პარტნიორები ქალაქ თბილისის მერია, EUGS და კომპანია „სარაჯიშვილი“.
ავტორები მხოლოდ პრეზენტაციაზე დასაჩუქრდებიან ალბომებით.
დრო: 12 დეკემბერი, 18.00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]