30 ნოემბერს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში (S 501 აუდიტორია), ილიაუნის სტუდენტები წარმოადგენენ პრეზენტაციას: ”იტალიური ენა - სემანტიკური ველები-საძიებელისიტყვები” ორგანიზატორი: მანანა სიფრაშვილი პედაგოგი: ნინო ჩიკვილაძე დრო: 30 ნოემბერი, 13:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 501 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3) დასწრება თავისუფალია.
30 ნოემბერს, ორშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" გაიმართება პაკო (ამირან) სვიმონიშვილის უკრაინულად თარგმნილი ლექსების კრებულის - "ირმის ნახტომის" პრეზენტაცია. ლექსები თარგმნა უკრაინელმა პოეტმა, ნატალია ტროხიმმა. პაკო სვიმონიშვილის ლექსებს ქართულად წაიკითხავენ პოეტები: გაგა ნახუცრიშვილი, დავით რობაქიძე, ცირა ბარბაქაძე, ნიკა ჯორჯანელი, გიორგი ლობჟანიძე, შოთა იათაშვილი და სხვები. პრეზენტაციაზე სკაიპით ჩაერთვება პოეტი და მთარგმნელი […]
1-4 დეკემბერს, 16:00-დან 18:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), და ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია), ილიაუნის სტუდენტებს სთავაზობს სალექციო ბლოკ-კურსს: „საქართველოს კაპიტალის ბაზრის რეგულირება - ტრანსფორმაცია და მდგრადობა“. კურსს გაუძღვება ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორანტი ნიკოლოზ ქოიავა. (CV) სალექციო კურსის მიზანია, წარმოაჩინოს მდგრადი და ეფექტიანი კაპიტალის ბაზრის რეგულირების როლი […]
1-ლ დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან,ზურაბ თავართქილაძესთან. საუბრის თემა: „ბუნების ზოგი გამოცანის გადაჭრა ნაწილაკთა დიდი გაერთიანების თეორიით". გასული წლების განმავლობაში მაღალი ენერგიების ფიზიკის სფეროში რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩენის მომსწრენი გავხდით. ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენა და ნეიტრინოს ოსცილაციათა დადასტურებაწარმოადგენდა წინა სამი […]
13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კავკასიაში პირველად ტარდება ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი "საქართველოს სინფონიეტა". ფესტივალის ფარგლებში, მოეწყობა ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელზეც საჯარო ლექციებით წარდგებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ქეთევან შენგელია და დოქტორანტი თეა მუქერია. ლექციათა განრიგი: 2 დეკემბერი, 19:00 საათი […]
2 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B102 აუდიტორიაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები ჩაატარებენ პრეზენტაციას მათი სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსებთან დაკავშირებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 ნოემბერს გამოაცხადა ფოტო, ვიდეო და პოსტერების კონკურსები, რომელში მონაწილეობაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. კონკურსის გამარჯვებულები ფოტო- და ვიდეოკამერებით, ასევე პლანშეტებითა და სმარტფონებით […]
2 დეკემბერს, 13:00 საათზე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ილიაუნიში ჩარიცხული წარმატებული პირველკურსელები სტიპენდიით დაჯილდოვდებიან. სტიპენდიას პირველკურსელებისთვის აწესებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი “ბაზისბანკი”. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და “ბაზისბანკის” ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის მოცულობა 2015 წლისთვის 20 000 ლარი იყო, რაც გულისხმობდა აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხული 10 ყველაზე მაღალქულიანი (ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით) აბიტურიენტისთვის ერთჯერადად 2000-ლარიანი სტიპენდიის […]
2 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ინსტიტუტის მიერ გამოცემულიკრებულის - „ფაშიზმის თეორიები“ - პრეზენტაცია. კრებულის შემდგენლები არიან: ელენე ლადარია, გიორგი მაისურაძე და ლუკა ნახუცრიშვილი. კრებულში განხილულია ევროპაში ფაშიზმისა და ნაციზმის ზეობის ხანაში სხვადასხვა დარგში მოღვაწე და განსხვავებული შეხედულებების მქონე ინტელექტუალთა ტექსტები, რომლებიც ფართო […]
2 დეკემბერს 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, შეხვედრების სერიის - „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ - ფარგლებში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ პროფესორ რეზო კორინთელის საჯარო ლექციაზე: „კომპლექსების შესახებ“. რეზო კორინთელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია; ამავე დროს, ის არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქიატრი, დიპლომირებული ანალიტიკოსი, ამერიკული ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის საპატიო წევრი. […]
2 დეკემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი განაგრძობს ლექციათა ციკლს რუსთაველისა და ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ. ამჯერად, პოეტი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: პოემა და ლექსი; რუსთაველი და დავით გურამიშვილი; რუსთაველი და ვაჟა-ფშაველა; რუსთაველი და გალაკტიონ ტაბიძე; ცა და ციური სხეულების სახეცვლილებები „ვეფხისტყაოსანსა“ და გალკტიონ ტაბიძის პოეზიაში. დრო: […]
3 დეკემბერს, 11:00-დან 13:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5), ილიაუნის ბიზნესის სკოლაში, „მეწარმე კურდამთავრებულთა ცენტრის“ ორგანიზებით, ჩატარდება დასაქმების ფორუმი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის. დასწრება თავისუფალია.
3 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები - თამარ კორძაია და ხათუნა გოგორიშვილი, ასევე,არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრას საპარლამენტო ღიაობის საკითხებზე, განიხილავენ საქართველოს ღია პარლამენტის 2015- 2016 წლების სამოქმედო გეგმას და საქართველოს პარლამენტის გამოწვევებს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში. ღია მმართველობის პარტნიორობა […]
3 დეკემბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გიწვევთ მიშელ უელბეკის ახალი წიგნის - „მორჩილება“ - პრეზენტაციაზე. შეხვედრის ფარგლებში, მოწვეული სტუმარი, აღმოსავლეთმცოდნე ბექა ყორშია, ისაუბრებს ახალ რომანზე და თემებზე, რომლებიც ფრანგი მწერლის უკანასკნელ წიგნშია განხილული, კერძოდ: ისლამზე, ფუნდამენტალიზმზე, ისლამოფობიასა და ევროპაში ამჟამად არსებულ ვითარებაზე. მიშელ […]
3 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, პროფესორი მამუკა ბერიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას: "ჰეგელის სულის ფენომენოლოგიის სპეკულატიური სტრუქტურა". დასწრება თავისუფალია.
4 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: „თავისუფლების ქარტია, ლუსტრაცია დასაკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება“. დისკუსიას გაუძღვებიან: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი და იურისტი გიორგი ბერაია. 2015 წლის 28 ნოემბერს გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (სარჩელი №560); […]
7 დეკემბერს, 17:30 საათზე თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის ფილიალში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გიწვევთ ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნასა და საჯარო დისკუსიაზე: „სასამართლოს როლი ადამიანის უფლებათა დაცვაში“. დისკუსიაში მონაწილეობენ: კონსტანტინე ვარძელაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; ქეთევან ერემაძე, […]
6-9 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H 110 აუდიტორიაში, ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში, გაიმართება საერთაშორისო სტუდენტური ვორკშოპი თემაზე - “თბილისი: განსაკუთრებული სცენარი”. ვის შეუძლია მონაწილეობა? მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და OTH რეგენსბურგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის არქიტექტურის და ურბანისტიკის მიმართულების სტუდენტები. პირველი ეტაპი: რით ან როგორ ხდება ქალაქი მომხიბვლელი? მიმზიდველი, მნიშვნელოვანი და […]