Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საერთაშორისო სტუდენტური ვორკშოპი – “თბილისი: განსაკუთრებული სცენარი”

დეკემბერი 6, 2015 / 10:00

6-9 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H 110 აუდიტორიაში, ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში, გაიმართება საერთაშორისო სტუდენტური ვორკშოპი თემაზე – “თბილისი: განსაკუთრებული სცენარი”.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და OTH რეგენსბურგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის არქიტექტურის და ურბანისტიკის მიმართულების სტუდენტები.

პირველი ეტაპი: რით ან როგორ ხდება ქალაქი მომხიბვლელი?

მიმზიდველი, მნიშვნელოვანი და კარგად დაპროექტებული ქალაქების უბნების შესწავლის და განხილვის შედეგად, სტუდენტები შეაფასებენ 5 “D”-ს: Density, Diversity, Design, Destination and Distance (სიმჭიდროვე, მრავალფეროვნება, დიზაინი, დანიშნულება, მანძილი).

ვორკშოპის მიზანია, სტუდენტებმა ეს პარამეტრები მოარგონ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიას, კერძოდ, კ. მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას. მათი მოვალეობაა, შეძლონ აქტიური ჩარევა და გრძელვადიანი ცვლილებების სწორად დაგეგმვა იმ კონკრეტულ ადგილებში, სადაც ეს აუცილებელია.

ვორკშოპის ხელმძღვანელის შესახებ

ვორკშოპს გაუძღვება OTH რეგენსბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ურბანისტიკის მიმართულების პროფესორი, იოჰან-პიტერ შეკი.

იოჰან-პიტერ შეკმა დაამთავრა შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ციურიხი, შვეიცარია) და მრავალი წელი მუშაობდა ბერლინის არქიტექტურულ სახელოსნოში. მიღებული აქვს ჯილდოები ქალაქგეგმარებით და არქიტექტურულ პროექტებში; შესრულებული აქვს არაერთი შენობა-ნაგებობის პროექტი; დამუშავებული აქვს ბერლინში ერთი კონკრეტული უბნის სოციალური პროექტი. ამჟამად ამუშავებს ჩინეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქის გენერალურ გეგმას.

იოჰან-პიტერ შეკი მოწვეული პროფესორია ვერსალში (საფრანგეთი), მილანში (იტალია) და ქინგდაოში (ჩინეთი).

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 6, 2015
Time:
10:00
Event Category:
Event Tags: