26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, დაჯილდოვდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფიზიკის მიმართულებისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დაწყებითი სკოლის პედაგოგიკისა და სკოლამდელი აღზრდის პროგრამის ის პირველკურსელები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ან/და გაიმარჯვეს ილიაუნის მომავალ ფიზიკოსთა ოლიმპიადაში. სტიპენდიატებს წარმატებას მიულოცავს უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია, ფაკულტეტების დეკანები და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. სტუდენტები გაეცნობიან სტიპენდიით სარგებლობის პირობებს. […]
26 ოქტომბერს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” აბერდინის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ემერიტუსი პროფესორი, მარტინ როუზი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ”სპეციალური განათლება საქართველოში და ევროპაში”. პროფესორი მარტინ როუზი ლექციაზე განიხილავს ევროპაში ინკლუზიური განათლების მიღწევებსა და მიდგომების მრავალფეროვნებას; ასევე, ყურადღებას გაამახვილებს ე.წ. უხილავი ბავშვების თემაზე და ადგილობრივი თემის როლზე ინკლუზიური საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფაში. […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების დეპარტამენტი, ტემპუსის პროექტის - LeAGUe (A Network for Developing Lifelong learning in Armenia, Georgia and Ukraine) - ფარგლებში, მასპინძლობს EURAM-ის (The European Academy of Management) ვიცეპრეზიდენტს, ბიზნესისა და ეკონომიკის ფილოსოფიის დოქტორს, შვედეთის ლინეუსის უნივერსიტეტის ლექტორს ჰანს ლუნდბერგს. 27 ოქტომბერს, სამშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ჰანს ლუნდბერგი წაიკითხავს […]
27 ოქტომბერს, სამშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 301 აუდიტორიაში ჩატარდება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (Central European University, Budapest) და ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის (Eötvös Loránd University) ასოცირებული პროფესორის, მარიანე შაგის, საჯარო ლექცია თემაზე: “წმინდა მარტინე ტურელი და მეუდაბნოე მამები: გვიანანტიკური სამონასტრო გაჯიბრება”. პროფესორის შესახებ: აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მარიანე შაგის კვლევები ინტერდისციპლინარულია და მოიცავს […]
28 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის მოწვევით, სადაზღვევო კომპანია ”ალდაგის” HR განყოფილების ხელმძღვანელი, ანა სიჭინავა, ჩაატარებს სემინარს თემაზე: „როგორ დავგეგმოთ კარიერა. პრაქტიკული რჩევები დამწყები პროფესიონალებისთვის". დრო: 28 ოქტომბერი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) დასწრება თავისუფალია.
28 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) შედგება საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისათვის აცხადებს სტუდენტური ინოვაციური პროექტებისათვის. კონკურსის მიზანი: კონკურსის მიზანია, აამაღლოს სტუდენტების კვლევების კომერციალიზაციაში ჩართვის მოტივაცია; დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდებს ინოვაციური იდეების რეალიზაციაში; გაზარდოს სტუდენტების მისწრაფება, მიღებული ცოდნა […]
28 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს საუბარს თემაზე: ”ვეფხისტყაოსანი” და მარადქალურობის იდეა. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: თამარი ხალხურ პოეზიაში; ღვთისმშობელი და თამარი; მნემოსინე-მეხსიერება, როგორც ცხრა მუზის ერთობლიობა; ღვთისმშობელი და ქართული სასულიერო პოეზია; თამარი და ქართული სამიჯნურო პოეზიის დაბადება; თამარი და რუსთაველი; სიყვარული, […]
29-30 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი, კავკასიურ სახლთან და მწერალთა სახლთან თანამშრომლობითა და ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, გიწვევთ ავსტრიელი მწერლის, რაინერ მარია რილკეს დაბადებიდან 140 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე. კონფერენცია წარიმართება გერმანულ ენაზე (თარგმანის გარეშე). კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ. დასწრება თავისუფალია.
29 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა ”დიოგენე“ გიწვევთ პიერ პაოლო პაზოლინის რომანის პრეზენტაციაზე. რომანს სახელწოდებით “ქუჩის ბიჭები” მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე და პოეტი შოთა იათაშვილი წარადგენენ. ცნობილი იტალიელი კინორეჟისორის, მწერლისა და პოეტის პიერ პაოლო პაზოლინის (1922-1975) ”ქუჩის ბიჭები” 1956 წელს გამოვიდა და ერთბაშად მოიპოვა პოპულარობა, თუმცა […]
30 ოქტომბერს, პარასკევს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მოწვევით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - რეფორმის მიმდინარეობა, გამოწვევები“. დრო: 30 ოქტომბერი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
30 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა ფარმაცევტული საწარმოს, შპს „ჯი-ემ-პი“-ს, გენერალურ დირექტორთან, გიორგი ანთაძესთან, და ამავე კომპანიის დირექტორთან ხარისხის დარგში, ეკატერინე კოპლატაძესთან. შეხვედრას ასევე დაესწრებიან საქართველოში ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დარგში მოღვაწე მეცნიერები. შეხვედრის მიზანია მკვლევრებსა და მწარმოებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების […]
30 ოქტომბერს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში, ილიაუნის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის წევრის, ქეთი გურჩიანის, ორგანიზებით, გაიმართება მორიგი კვლევითი შეხვედრა ანთროპოლოგებისთვის. შეხვედრის ფარგლებში, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი წაიკითხავს მოხსენებას: გაზიარებული სალოცავები (ქვემო ქართლის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით). დრო: 30 ოქტომბერი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
31 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიოტიკის კვლევითი ცენტრი და ჟურნალი ”სემიოტიკა” გიწვევთ სემიოტიკის მე-6 სამეცნიერო კონფერენციაზე. კონფერენციის თემაა: ქალაქის სემიოტკა და სემიოტიკა ქალაქში. 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზ. №32), კონფერენციის პლენარულ სხდომაზე, გაიმართება პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გურამ ყიფიანის ახალი წიგნისა - "ქალაქი სურიუმი". კონფერენციის პროგრამა იხილეთ […]