
30 ოქტომბერს, პარასკევს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მოწვევით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი – რეფორმის მიმდინარეობა, გამოწვევები“.
დრო: 30 ოქტომბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]