
28 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს საუბარს თემაზე: ”ვეფხისტყაოსანი” და მარადქალურობის იდეა. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: თამარი ხალხურ პოეზიაში; ღვთისმშობელი და თამარი; მნემოსინე-მეხსიერება, როგორც ცხრა მუზის ერთობლიობა; ღვთისმშობელი და ქართული სასულიერო პოეზია; თამარი და ქართული სამიჯნურო პოეზიის დაბადება; თამარი და რუსთაველი; სიყვარული, როგორც შემეცნების ძალა.
დრო: 28 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]