12 ოქტომბერს, ორშაბათს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შედგება საინფორმაციო შეხვედრა კონკურსთან - ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2015 წლისათვის - დაკავშირებით. კონკურსში მონაწილეობის პირობები კონკურსის - „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ - პირობები განსაზღვრულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებზე დაყრდნობით და ემსახურება პროფესიონალიზმის ხელშეწყობასა და ეთიკური ქცევის ნორმების დამკვიდრებას ქართულ ჟურნალისტიკაში. კონკურსანტების წარდგენა შეუძლიათ როგორც რედაქტორებს, ასევე […]
13 ოქტომბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ”პირსონი და კომპანია” ილიაუნის სტუდენტებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. ”პირსონი და კომპანია” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ინგლისური ენის სწავლებას ახალი პროგრამითა და სწავლების სრულიად ახალი სისტემით სთავაზობს. შეიქმნა ახალი ელექტრონული სწავლების რესურსები. კურსი ხორციელდება როგორც სააუდიტორიო, ასევე ონლაინ რეჟიმში. MyEnglishLab-ის ონლაინ დავალებები და შეფასების […]
13 ოქტომბერს, სამშაბათს, 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ნიუ-ჯერსის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი დონა ფარინა, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "The Language of Land Grabs; Denotation and Connotation". ლექციაზე წარმოდგენილი იქნება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით რუსულ პრესაში გამოყენებული ახალი სიტყვებისა და გამონათქვამების ლექსიკოლოგიური ანალიზი, კერძოდ, ლექსიკური თამაში სიტყვათა დენოტაციასა და კონოტაციას შორის. დრო: 13 ოქტომბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას […]
15 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ კონკურსების შესახებ. აღნიშნული კონკურსი გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5 ტელ:2 14 13 88 ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge შეხვედრის დრო: 15 ოქტომბერი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
15 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე მთარგმნელ მერაბ ფიფიასთან. სტუმარი ისაუბრებს თავის პირველ თარგმანებზე, თარგმანის პროცესსა და სირთულეებზე, წლევანდელ თარგმანებსა და სამომავლო გეგმებზე. მთარგმნელი ძირითადად ერიკ ემანუელ შმიტის ტექსტებს მიმოიხილავს, რომლის 15 ნაწარმოებიც თარგმნა. მერაბ ფიფიას ასევე თარგმნილი აქვს დავიდ ფონკინოსის, ამელი ნოტომის, ჟიულ ვერნის, მიშელ […]
16 ოქტომბერს, 16:00 საათზე , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის თანამშრომლებსა და დოქტორანტებს გააცნობენ ინტელექტუალური საკუთრების მართვის ძირითად პრინციპებს და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მიერ ჩატარებული საჭიროებათა კვლევის შედეგებს. დრო: 16 ოქტომბერი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)