Loading Events

« All Events

  • This event has passed.

კონკურსი: ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2015 წლისათვის – საინფორმაციო შეხვედრა

ოქტომბერი 12, 2015 / 13:00

12 ოქტომბერს, ორშაბათს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შედგება საინფორმაციო შეხვედრა კონკურსთან – ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2015 წლისათვის – დაკავშირებით.

კონკურსში მონაწილეობის პირობები

კონკურსის – „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ – პირობები განსაზღვრულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებზე დაყრდნობით და ემსახურება პროფესიონალიზმის ხელშეწყობასა და ეთიკური ქცევის ნორმების დამკვიდრებას ქართულ ჟურნალისტიკაში.

კონკურსანტების წარდგენა შეუძლიათ როგორც რედაქტორებს, ასევე არასამთავრობო/სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. კონკურსზე დაიშვებიან 18 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეები.

საკონკურსოდ განიხილება ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული/ტრანსლირებული მხოლოდ ის ნამუშევრები (საკონკურსო ნამუშევრები სპეციალური პრიზისთვის სამშვიდობო ჟურნალისტიკაში შესაძლოა იყოს ოსურ და აფხაზურ ენებზე), რომლებიც პირველად გამოქვეყნდა/გადაიცა ეთერში 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2015 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.

საკონკურსო კატეგორიები

ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში:

  • საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ბეჭდვით ან ონლაინმედიაში;
  • საუკეთესო საგამოძიებო ტელე/რადიო სიუჟეტი;
  • საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი;
  • ყველაზე ინფორმაციული ონლაინ მედიასაშუალება;
  • საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს.

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ერთ საპრიზო კატეგორიაში.

კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია კონკურსის ვებგვერდზე: www.euprizejournalism.ge ან წარმომადგენლობის ვებგვერდზე: http://eeas.europa.eu/delegations/georgia

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 2 ნოემბერი. დაჯილდოების ცერემონიალი შედგება 2015 წლის 15 დეკემბერს.

საინფორმაციო შეხვედრის დრო: 12 ოქტომბერი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ოქტომბერი 12, 2015
Time:
13:00
Event Category:
Event Tags: