Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში – შეხვედრა მერაბ ფიფიასთან

ოქტომბერი 15, 2015 / 19:00

15 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე მთარგმნელ მერაბ ფიფიასთან. სტუმარი ისაუბრებს თავის პირველ თარგმანებზე, თარგმანის პროცესსა და სირთულეებზე, წლევანდელ თარგმანებსა და სამომავლო გეგმებზე. მთარგმნელი ძირითადად ერიკ ემანუელ შმიტის ტექსტებს მიმოიხილავს, რომლის 15 ნაწარმოებიც თარგმნა.

მერაბ ფიფიას ასევე თარგმნილი აქვს დავიდ ფონკინოსის, ამელი ნოტომის, ჟიულ ვერნის, მიშელ უელბეკის, სალვადორ დალის, დანიელ პენაკის, რომენ გარის, მარგერიტ დიურასის, ჟოზეფ კესელის და ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნაწარმოებები.

დრო: 15 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ოქტომბერი 15, 2015
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: