8 ივნისს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 303 ოთახში ვილანოვას უნივერსიტეტის (პენსილვანია, აშშ) ისტორიისა და კლასიკური კვლევების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ქრისტოფერ ჰაასი, წაიკითხავს ლექციას თემაზე: „შუქურის ანარეკლი: ანტიკური ალექსანდრიის ისტორიული სურათი“. ლექცია ჩატარდება შუა საუკუნეების კვლევების პროგრამის ფარგლებში. დრო: 8 ივნისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 303 ოთახი (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
8 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. ლექციის თემაა: ერთი პოეტის ორი სახელი: გალაკტიონი და ბარათაშვილი ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: ქართული პოეზიის ოთხი ასისთავი; ობოლი სული […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს საჯარო ლექციების ციკლს "კრიზისი და კრიტიკა", რომლის ფარგლებშიც ლექციებს წაიკითხავენ გამოჩენილი უცხოელი მეცნიერები. ციკლის მხარდამჭერია კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი და ფრიბურგის უნივერსიტეტი (შვეიცარია). ციკლის ფარგლებში პირველი მომხსენებელი იქნება მერილენდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, პოსტსაბჭოთა საზოგადოებების კვლევების ცენტრის დირექტორი, ვლადიმირ ტისმანიანუ. 9 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ის წაიკითხავს […]
9 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, სტუდენტური პროექტის - “Sapere Aude” - ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი, თეოლოგი რუსუდან გოცირიძე, წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - „მრავალფეროვნება - გამოწვევები თუ შესაძლებლობები“. დრო: 9 ივნისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
10 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, დასაქმების ფორუმის ფარგლებში, ამერიკული კომპანიის - "American PR Strategies" - წარმომადგენლობა საქართველოში სტუდენტებს შესთავაზებს ვაკანსიებს მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით. დრო: 10 ივნისი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
10 ივნისს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, რატი ამაღლობელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ჰომეროსი მეოცე საუკუნის პოეტებში, ”ილიადა” - მეთვრამეტე სიმღერა; იუსტან ჰიუ ოდენი - “აქილევსის ფარი”; იოსიფ ბროდსკი - “პეპელა”. მოწვეული სტუმარი, პოეტი და მთარგმნელი, ქეთი ნიჟარაძე, ძველბერძნულად და ქართულად წაიკითხავს სცენებს ჰომეროსის პოემიდან ”ილიადა”. დამსწრე აუდიტორიას […]
10 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ლექციათა ციკლის - „საბჭოთა პარადიგმები“ - ფარგლებში, სოსო ჭაუჭიძე წაიკითხავს მოხსენებას - ”NEP-ის დროინდელი რუსეთის, როგორც „გარდამავალი საზოგადოების“, სტრუქტურული გარდაქმნები”. 1921 წლის 21 მარტს, საბჭოთა კავშირში ოფიციალურად გამოცხადდა ე.წ. „სამხედრო კომუნიზმის“ (Военный коммунизм) დასასრული და ლენინის ინიციატივით […]
11 ივნისს 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, სადაზღვევო კომპანია ”ალდაგის” გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "პირველობა ბაზარზე: ლიდერი კომპანიის პასუხისმგებლობა და გამოწვევები". ლექციის ფარგლებში განხილული იქნება სადაზღვევო ბაზრის განვითარება, მისი პერსპექტივები, ლიდერი კომპანიის მოქნილობის, ბაზრის ცვლილებებსა და ბიზნესის გამოწვევებზე დროული რეაქციისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელობა ბაზრის […]
11 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, დავით მიქელაძესთან. ლექციის თემაა: ციტრუსები და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შეხვედრაზე საუბარი იქნება იმის შესახებ, თუ რა ზემოქმედებას ახდენენ ციტრუსებიდან გამოყოფილი ნაერთები ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებაზე. თიროიდული ჰორმონების მოქმედება მრავალმხრივია და მათი უკმარისობა მნიშვნელოვან დარღვევებს იწვევს. ციტრუსებიდან გამოყოფილი […]
11 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი მორიგ შეხვედრაზე გიწვევთ. კლუბის სტუმარი, პოეტი, ირანისტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე თანამედროვე სპარსული პოეზიის მთავარი ასპექტების შესახებ ისაუბრებს. შეხვედრის დრო: 11 ივნისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
12 ივნისს, პარასკევს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და კონსტიტუციური კვლევების ცენტრი გამართავს რეგიონალურ კონფერენციას თემაზე - „კონსტიტუციის შექმნის პროცესი - გამოწვევები", რომელიც მიეძღვნება საქართველოს კონსტიტუციის 20 წლის იუბილეს. კონფერენციის თემაა საკონსტიტუციო შემოქმედების ისეთი საკითხები, როგორებიცაა კონსტიტუციის გადასინჯვა და ლეგიტიმაცია. კონფერენციაში, მოხსენებებით წარსდგებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, სტამბოლის უნივერსიტეტის, კადირ ჰას უნივერსიტეტის, […]
12 ივნისს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ - ფარგლებში, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ქართული ენა და XXI საუკუნის გამოწვევები“. დრო: 12 ივნისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
12 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში პროფ. დრ. ზიგრიდ ვაიგელი წაიკითხავს საჯარო ლექციას, სათაურით – „ჰანა არენდტი – აზრები და ნაწერები განსხვავებულ პოლიტიკურ და ენობრივ კულტურათა უფსკრულის თავზე“. ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე, სინქრონული ქართული თარგმანით. ზიგრიდ ვაიგელის ლექცია ეძღვნება ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დაარსებას და სოცკულტსა და ბერლინის ლიტერატურისა და […]
12 ივნისს 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, იურისტი თამარ გურჩიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - ძალადობისკენ მოწოდება და გამოხატვის თავისუფლება. საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს, […]
13 ივნისს, 13:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C 315 აუდიტორიაში, ილიაუნის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სამაგისტრო პროგრამის - სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევების და კულტურის მენეჯმენტი - ფარგლებში, ატარებს ერთდღიან სტუდენტურ კონფერენციას. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიო თეატრის მიმართულებაში სამაგისტრო საფეხურის სტუდენტების მიერ შესრულებული პრეზენტაციები (პრეზენტაციების ხელმძღვანელი პროფესორი ლევან ხეთაგური). კონფერენციის პროგრამა 12:00 საათი: დოლიძე ნინო […]
14 ივნისს, თანაბარი უფლებების დაცვის ეროვნულ დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ტემპუსის მიერ დაფინანსებული პროექტის - საზოგადოების ღიაობა ინდივიდუალური საჭიროებების მქონე პირთათვის (ASPIRE) - ფარგლებში, მრავალი საინტერესო ღონისძიება ჩატარდება. ღონისძიების გზავნილის - „შექმენი გარემო, აღიქვი შესაძლებლობა და განაპირობე განათლება“ - ირგვლივ წელსაც გაერთიანდებიან შემდეგი უმაღლესი სასწავლებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ბათუმის შოთა რუსთაველის […]