საჯარო ლექცია „რამდენად ახლოსაა ხელოვნური ინტელექტი ბუნებრივთან“

12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ერეკლე მაღრაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ,,რამდენად ახლოსაა ხელოვნური ინტელექტი ბუნებრივთან“. თემის მოკლე აღწერა: 1956 წელს ჯონ მაკარტიმ ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ გამოიყენა თავის ნაშრომში, რომელიც შეეხებოდა ინტელექტის/ცნობიერების შესწავლას და მისი ძირითადი კომპონენტების კომპიუტერში დანერგვას. ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ 1956 წელს გამოჩნდა, თუმცა მოაზროვნე ან მოფიქრალი […]

დავით ჩეჩელაშვილის ლექცია: „როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები“

13 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S101 აუდიტორიაში ზუმაუთ პრე-აქსელერატორის პრე-აქსელერაციის პროგრამის მონაწილე გუნდებისთვის ილიაუნის მოწვეული ლექტორი, პრე-აქსელერაციის პროგრამის მენტორი დავით ჩეჩელაშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ,,როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები.“ პრე-აქსელერაციის პროგრამა ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტისა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან […]

საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შესახებ

16 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში საერთაშორისო განათლების ცენტრის პროგრამების მენეჯერი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორი საქართველოში, ნათია ნანავა გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ამ დროისთვის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისათვის გამოცხადებულია მიღება 48 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნულ პროგრამებზე განაცხადის შეტანისათვის კანდიდატს აუცილებელია ჰქონდეს ინგლისური ენის […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში 2019

16-23 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია 16 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N 3/5) გაიხსნება და ერთი კვირა გაგრძელდება. 16 დეკემბერს, 18:00 საათზე, კვირეულს გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია და 2019 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს ილიას […]

ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

16 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ერეკლე მაღრაძე ისაუბრებს გამოთვლითი ცენტრის რეზურსებზე, რისთვის გამოიყენეს ეს ცენტრი და რისთვის გამოყენებას გეგმავენ, რა თანამშრომლობის გაღრმავებას და რომელი მიმართულებით განვითარებას აპირებენ ცენტრის მუშაობაში, ასევე რა უნდა შეიცვალოს მომავალი წლიდან, უფრო ეფექტური და პრაქტიული მუშაობისთვის. დრო: 16 დეკემბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. […]

ეკოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

16 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში დავით თარხნიშვილი წაიკითხავს მოხსნებას „მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდების გამოყენება ბიომრავალფეროვნების კვლევებში: ილიაუნის 11-წლიანი გამოცდილება“. თემის მოკლე აღწერა დნმ-ის კვლევა ბოლო 25-30 წლის განმავლობაში გახდა რუტინული ტექნიკა, რომელიც დანერგილია დასავლეთის უნივერსიტეტების უმრავლესობაში და რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სამეცნიერო ამოცანის გადასაწყვეტად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოლეკულური ლაბორატორია 2007 წელს დაინერგა და ბოლო […]

სამართლის სკოლის სამეცნიერო ჟურნალის „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ მე-13 ნომრის პრეზენტაცია

2019 წლის 17 დეკემბერს, სამშაბათს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში” გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამეცნიერო ჟურნალის „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ მე-13 ნომრის პრეზენტაცია. ნომერი ეძღვნება ადამიანის უფლებების დაცვას სისხლის სამართალში. პრეზენტაციას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი. სტატიების ავტორებთან დისკუსიას გაუძღვება ჟურნალის მთავარი რედაქტორი, სამართლის სკოლის […]

ეკოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

17 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ნათია კოპალიანი წაიკითხავს მოხსენებას „გლობალური ფილოგეოგრაფიული და სხვა ძაღლისებრებთან შერევის პატერნები მგლებში“ თემის მცირე აღწერა მომხსენებელი მოკლედ მიმოიხილავს თანამედროვე მგლების ფილოგეოგრაფიას, ისაუბრებს მგლის პოპულაციურ სტრუქტურაზე სხვა სახეობებთან შერევის გავლენასა და მისი დეტექციაზე, ძაღლების თანამედროვე ჯიშების კავშირზე მგლების ერთ-ერთ გადაშენებულ ხაზთან. საუბარი შეეხება ასევე საქართველოში მგლის სდა […]

„ინვესტიციის დაცვის მექანიზმების ევოლუცია და პრობლემური ასპექტები საქართველოში“ – წიგნის პრეზენტაცია

17 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გაიმართება წიგნის „ინვესტიციის დაცვის მექანიზმების ევოლუცია და პრობლემური ასპექტები საქართველოში“ პრეზენტაცია. წიგნის ავტორები არიან: დავით მაისურაძე, ირაკლი შაკიაშვილი, მაგდა ლაზიშვილი, ირინა იამანიძე, ლუკა კოდუა, რედაქტორი – შალვა პაპუაშვილი. წიგნი შექმნილია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევის ფარგლებში . კვლევა განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კოორდინირებით. […]

ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

17 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207  აუდიტორიაში გიორგი ხიმშიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ექსტრემალური ამოცანები სასრული წერტილოვანი კონფიგურაციებისთვის“. თემის მოკლე მიმოხილვა ოპტიმალური კონფიგურაციების ზოგიერთი მახასიათებელი თვისება და მიღებული შედეგების გამოყენება ოპტიმალური კონექტორების აგების ამოცანაში და წერტილოვანი კონფიგურაციების ელექტროსტატიკური ინტერპრეტაციის ამოცანაში, რომელსაც აქვს საინტერესო გამოყენებები იონური ხაფანგების მართვის თეორიაში. დრო: 17 დეკემბერი, 18:30 საათი ადგილმდებარეობა: E 207 […]