თურქულ-ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტი

5 დეკემბერს,19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გაიმართება თურქულ-ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტი. მასში მონაწილეობას მიიღებენ დოქტ. ერდემ ოზდემირი (ბაღლამა, ბარბითი, ვოკალი), სამეთ საილა (ქაბაქ ქემანე), თუგაი ბუთუნი (სალამური, ბაღლამა, რიტმი), ასევე ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი და მეჩონგურე უჩა პატარიძე. კონცერტზე შესრულებულ თურქული ხალხური და კლასიკური მუსიკის ნიმუშებს დაერთვება შესაბამისი კომენტარები. დრო: 5 […]

Nova Idea 2019 – ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ასამაღლებელი მობილური პავილიონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

„ნაბიჯი შენკენ“ სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსის “Nova Idea 2019” ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტი ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების – ელენე ქორიძისა და თამთა ჭელიძის ინიციატივაა. 2019 წლის 6 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოში ორგანიზაცია „ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია“ პროექტის „ნაბიჯი შენკენ“ ფარგლებში შექმნილი მობილური პავილიონის პრეზენტაციას გამართავს. […]

”Cadillac Dreams”- კინოჩვენება და დისკუსია

„ოცნებები კადილაკზე”/Cadillac Dreams ახალგაზრდა რეჟისორის, ელენე მიქაბერიძის ფილმია ოცნებებსა და თავისუფლებაზე. ფილმი მოგვითხრობს 15 წლის მოზარდის ცხოვრებაზე. ის ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს და ყველაფერზე მეტად ენგურს გადაღმა, საზაფხულო ბანაკში წასვლა სურს. ეს არის კამერის ობიექტივით დანახული ამბავი საოკუპაციო ხაზით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანის უფლებები მყიფე მოცემულობაა, ოცნებები კადილაკზე კი – ძალიან შორეული. ფილმი გადაღებულია საერთაშორისო არასამთავრობო […]

ქალები სამხედრო სფეროში

9 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა თემაზე: „ქალები სამხედრო სფეროში?“. რა სირთულეებს აწყდებიან ქალები სამხედრო სფეროში? რა პოლიტიკა არსებობს უსაფრთხოების სექტორში ქალთა კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის? როგორ უნდა ასრულებდეს სახელმწიფო ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომელთა მოთხოვნაა ქალთა გაზრდილი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე უსაფრთხოების სექტორსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში. […]

„არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“ – საჯარო დისკუსია შრომის უსაფრთხოებაზე

მაღაროში ყოველი ჩასვლისას ველოდებით ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს” – ეს 30 წლის ქართველი მაღაროელის სიტყვებია საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშიდან „არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე – საქართველოში შრომის ბაზრის წლების განმავლობაში დერეგულირება საფრთხეს უქმნის მაღაროელებს“, რომელიც ორგანიზაციამ 2019 წლის აგვისტოში საქართველოში მშრომელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნა. ანგარიშში აღწერილია,  რა ზიანს აყენებს შრომის უსაფრთხოების […]

ტრენინგკურსი „შერეული სწავლება და სწავლა სტუდენტების სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „შერეული სწავლება და სწავლა სტუდენტების სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად“ (Blended Teaching Learning: Improving Students Outcomes), რომელსაც გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო […]

„ახალი სკოლის” მოდელის პრეზენტაცია და დისკუსია

10 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის ინიციატივით გაიმართება შეხვედრა ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტთან, რომელიც წარმოადგენს „ახალი სკოლის“ მოდელს.  პრეზენტაციაზე მოხსენებებით წარდგებიან: ნიკოლოზ სილაგაძე – „რა არის ახალი ახალი სკოლის მოდელში“ თამარ ჯაყელი – „ახალი სკოლის მოდელი და კონსტრუქტივისტული პედაგოგიკა“ სანდრო ასათიანი – „ტექნოლოგიები, როგორც ინსტრუმენტი სწავლა-სწავლების პროცესში“ ია აფთარაშვილი – „მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება“ სალომე […]

ადამიანის უფლებათა ღია გაკვეთილი – სად იწყება ბოლოს და ბოლოს ადამიანის უნივერსალური უფლებები?

ადამიანის უფლებათა ღია გაკვეთილი ყოველწლიურად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს ტარდება და სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი ღონისძიებაა. მისი მიზანია, მოსწავლეებმა სტუდენტებისგან მოისმინონ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ, ისაუბრონ მათი დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში. ადამიანის უფლებათა ღია გაკვეთილი არის სივრცე, სადაც მოზარდები შეძლებენ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხების […]

კონფერენცია „დიალოგი: განათლება და ჯანდაცვა“

13 დეკემბერს, 15:00-დან 18:30 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ორგანიზებით სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ის საკონფერენციო დარბაზში Garden Hall გაიმართება კონფერენცია „დიალოგი: განათლება და ჯანდაცვა“. კონფერენციაში, რომელიც პანელური დისკუსიის ფორმატში ეწყობა, მონაწილეობას მიიღებენ დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტები. I პანელი: სამედიცინო განათლების გამოწვევები საქართველოში  თემები: თანამედროვე მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების იმპლემენტაცია, კლინიკური უნარების განვითარება და პრაქტიკა სამედიცინო განათლების დიპლომამდელ საფეხურზე; […]

საინფორმაციო შეხვედრა უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

11 დეკემბერს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში, ქალბატონ ვიქტორია ჰორვატი და უნგრეთის საელჩოს კონსული, ქალბატონი ანიკო ფარკაში, განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელთან ერთად გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას უნგრეთის სასტიოპენდიო პროგრამა - Stipendium Hungaricum-ის შესახებ. მოგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს განაცხადების მიღება  2020-21 აკადემიური წლისათვის. უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium […]