ილიაუნის მუსიკის ცენტრის ჯაზის ხელოვნების პროგრამის სტუდენტების – მერცია ქუთათელაძისა და სალომე წულუკიძის კონცერტი

30 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის მუსიკის ცენტრის ჯაზის ხელოვნების პროგრამის ჯაზ-ვოკალის მიმართულების მე-3 სემესტრის სტუდენტების –მერცია ქუთათელაძისა და სალომე წულუკიძის კონცერტი. სალომემ და მერციამ ერთმანეთი ილიაუნიში ჯაზ-ვოკალის ლექციებზე გაიცნეს, საერთო მუსიკალური ინტერესები აღმოაჩინეს და დუეტის შექმნა გადაწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ მერცია, გარდა ჯაზ-ვოკალისა, ასევე ეუფლება ჯაზ-ფორტეპიანოს, ბას-გიტარასა და გიტარას. მათ […]

რას ნიშნავს, იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი?

3 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა თემაზე: „რას ნიშნავს, იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი?“. ჩვენ გარშემო სექსულური ძალადობის და გაუპატიურების მსხვერპლი ბევრი ქალია, ქალები, რომლებიც მეხსიერებაში სრულიად მკაფიოდ ან ფრაგმენტულად ინახავენ სასტიკ გამოცდილებას და ცდილობენ მასთან გამკლავება და მასთან თანაცხოვრება ისწავლონ. მათთვის ზიანის ანაზღაურება შეუძლებელია, თუმცა მართლმსაჯულების აღსრულება და დამნაშავის ადეკვატურად დასჯა […]

მწერალ მიხეილ იოჰანის შეხვედრა სტუდენტებთან

3 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება ქართველი დებიუტანტი მწერლის, მიხეილ იოჰანის შეხვედრა სტუდენტებთან. მიხეილ იოჰანის სადებიუტო რომანი „მიბრუნება“ მოგვითხრობს ახალგაზრდა და-ძმის ერთმანეთთან და გარესამყაროსთან ურთიერთობის შესახებ, რომელშიც დაუგეგმავად და ხელოვნური ძალების ჩარევით იჭრება ისტორიული მომენტი, წესით ბევრ შეკითხვას რომ უნდა გასცეს პასუხი. თუმცა როგორ შეიძლება იგრძნოს ოჯახმა ან, ზოგადად, მთელმა […]

იბოგაინის ევროპული ფორუმი

5, 6, 7 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება  იბოგაინის ევროპული ფორუმი. ფორუმზე თავს მოიყრიან მსოფლიოს წამყვანი  მკვლევრები და მეცნიერები, რომლებიც იკვლევენ იბოგაინის თერაპიულ ეფექტებს სხვადასხვა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იბოგაინი ბუნებრივი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც იბოგას ოჯახის (Tabernanthe iboga) მცენარეებში გვხვდება და პოზიტიურ სამკურნალო ეფექტს გვაძლევს ადიქციების, ბიპოლარული აშლილობის, პოსტტრავმატული სტრესული აშლილობებისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების შემთხვევაში.ფორუმის მიზანია, სამეცნიერო და […]

პროფესორ ნათან კარპენტერის საჯარო ლექცია: „სოციალური მედია და ციფრული ინოვაციები“

5 დეკემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი ნათან კარპენტერი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „სოციალური მედია და ციფრული ინოვაციები“. მომხსენებლის შესახებ  ნათან კარპენტერი ილინოისის უნივერსიტეტის კომუნიკაციების სკოლის კონვერგენტული მედიის ცენტრის დირექტორია. იგი სოციალური მედიაანალიტიკის მართვის ცენტრის (SMACC) ძირითადი შემქმნელი და კოორდინატორია. მართავს სასწავლო სივრცეებსა და ლაბორატორიებს, ასწავლის კომუნიკაციისა და ტექონოლოგიების კურსებს. […]

ცერცვაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ვინ იმარჯვებს დებატებში?“

5 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში ილიაუნის დებატების კლუბის ინიციატივით გაიმართება თინათინ ცერცვაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ვინ იმარჯვებს დებატებში?“. ფსიქოლოგი თინათინ ცერცვაძე საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის  ხელმძღვანელია. იგი არის განათლების საკითხების მკვლევარი, დებატების საერთაშორისო ტრენერი, სახელმძღვანელოების თანაავტორი. აქვს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის 23-წლიანი გამოცდილება. მუშაობდა ზაარლანდის სკოლის ფსიქოლოგიურ სამსახურში, ლაიფციგისა და […]

ილიაუნი სკოლების გამოფენაზე

6-7 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება სკოლების გამოფენაზე ექსპო ჯორჯიაში. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ილიაუნის სხვადასხვა მიმართულების ღონისძიებებში და საინტერესო და სახალისო ფორმით გაეცნონ მეცნიერებას, მიიღონ სამახსოვრო საჩუქრები, აქტიური მონაწილეები კი დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ და მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებებში შემდეგი მიმართულებებით: გეოლოგია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური […]

პროფესორ ნათან კარპენტერის საჯარო ლექცია „სტრატეგიული კომუნიკაცია სოციალურ მედიაში“

5 დეკემბერს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი ნათან კარპენტერი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „სტრატეგიული კომუნიკაცია სოციალურ მედიაში“. მომხსენებლის შესახებ  ნათან კარპენტერი ილინოისის უნივერსიტეტის კომუნიკაციების სკოლის კონვერგენტული მედიის ცენტრის დირექტორია. იგი სოციალური მედიაანალიტიკის მართვის ცენტრის (SMACC) ძირითადი შემქმნელი და კოორდინატორია. მართავს სასწავლო სივრცეებსა და ლაბორატორიებს, ასწავლის კომუნიკაციისა და ტექონოლოგიების კურსებს. დოქტორი […]

როგორ მოვამზადოთ სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებისთვის

5 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გიწვევთ შეხვედრაზე „როგორ მოვამზადოთ სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებისთვის“ (Preparing an article for publication in an international journal). შეხვედრას გაუძღვება კომპანია Clarivate Analytics-ის (ყოფილი Thomson Reuters) წარმომადგენელი. ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: მაღალი იმპაქ-ფაქტორიანი ჟურნალის სწორად შერჩევა, სტატიის სტრუქტურა და ენობრივი […]

ილიაუნის საკვირაო სკოლა მოსწავლეებისთვის

2020 წლის თებერვლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 14-17 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის იწყებს სასწავლო კურსებს საკვირაო სკოლის ფორმატით. პროექტის მიზანი პიზას (PISA) კვლევის წლევანდელმა შედეგებმა ყველას კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვაჩვენა, რაც ბევრმა ისედაც იცოდა – ქვეყანა ახალგაზრდებს ვერ აძლევს დროის შესაფერის განათლებას. ჩვენი სკოლის მოსწავლეები საგრძნობლად ჩამორჩებიან განვითარებული ქვეყნების ახალგაზრდებს წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა და მეცნიერების სხვა სფეროებში. […]