საჯარო დისკუსია ბავშვთა ქორწინების თემაზე

27 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო დისკუსია ბავშვთა ქორწინების თემაზე. ოჯახში ძალადობა და ჩაგვრა, ორსულობა მოზარდობის ასაკში, ბარიერი განათლების მიღებისთვის, ფსიქოლოგიური ტრავმა-– ეს ბავშვთა ქორწინების თანმდევ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია. მიუხედავად მკაცრი საკანონდებლო რეგულაციებისა, ბავშვთა ქორწინება ხშირია და ის გოგონების უფლებებს ფუნდამენტურად ლახავს. მხოლოდ 2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა ქორწინებებთან […]

თბილისის წიგნის დღეები – 2019

28 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 საგამოფენო პავილიონში (ა. წერეთლის გამზ. N118) გამართება თბილისის წიგნის დღეები. გამოფენაზე ილიაუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემებს 70%-მდე ფასდაკლებით შემოგთავაზებთ. კატალოგი იხილეთ ბმულზე https://tinyurl.com/vku4gop გამოფენის სამუშაო საათები: 11:00-19:00

საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ფორუმი ილიაუნიში

ფრანგული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ფედერაციამ (FIPF) 28 ნოემბერი გამოაცხადა ფრანგული ენის მასწავლებლის საერთაშორისო დღედ – იყო ფრანგული ენის მასწავლებელი დღეს და ხვალ. ეს დღე აერთიანებს ფრანგულის როგორც უცხო ენისა და ბილინგვური სწავლების ენის პედაგოგებს მთელ მსოფლიოში. ამ დღის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია ფრანგული ენის მასწავლებლის პროფესიის წარმოჩენა, მასწავლებელთა შორის კავშირებისა და სოლიდარობის დამყარება, განმტკიცება, უშუალო გარემოში […]

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

2019 წლის 2-10 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულად უმასპინძლებს ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებას. ''Cadillac Dreams''- კინოჩვენება და დისკუსია დრო: 6 დეკემბერი,19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32) ვრცლად - http://bit.ly/2OQ3e8N   „არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“ – საჯარო დისკუსია შრომის უსაფრთხოებაზე დრო: 9 დეკემბერი, 19:00 საათი […]

საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთი და დასავლეთი: ლინგვისტური, კულტურული, ისტორიული ურთიერთობები“

12-15 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთი და დასავლეთი: ლინგვისტური, კულტურული, ისტორიული ურთიერთობები“. კონფრენცია ეძღვნება აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის დაბადების 90-ე წლისთავს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტის (ლინგვისტური, კულტურული, ისტორიული, თანამედროვე) შესახებ. ქართველ მეცნიერთა გარდა კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მკვლევრები ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, ირანიდან, ისრაელიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან.

WordPress დეველოპმენტის ტრენინგკურსი

წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ინტერნეტისა და საიტების გარეშე? სად წაიკითხავდით ამ პოსტს,  2004 წელს ფეისბუქი რომ არ შექმნილიყო და რამდენ ხანს ივლიდით ბიბლიოთეკებსა და ცნობათა ბიუროებში, რომ არა გუგლის საძიებო სისტემა? საიტების შექმნა სულაც არ არის ისეთი რთული, როგორც  ათწლეულების წინ იყო, დღეს უამრავი დამხმარე რესურსი არსებობს,რაც პროცესს მარტივსა და საინტერესოს ხდის. სამრეწველო ინოვაციების […]

დოქტორ კატარინა შიდლოს საჯარო ლექცია

29 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201 აუდიტორიაში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი, დოქტ. კატარინა შიდლო წაიკითხავს მოხსენებას „გაყიდვების სფეროში მუშაობის შუა საუკუნეების ისლამური სტილი. ისლამურ ეკონომიკაში ზოგიერთი ყველაზე საკამათო კომუტატური კონტრაქტის მოკლე ისტორია“. კატარინა შიდლო ვარშავის სოციალური და ეკონომიკური კვლევითი ცენტრის შუა აღმოსავლეთისა და ჩრდ. აფრიკის დეპარტამენტის დირექტორი და გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარია. თემის მოკლე აღწერა  Bayʿsalam/salaf - საქონლის გაყიდვა შემდგომ მიწოდებით და ადგილზე გადახდით უეჭველად წარმოადგენს ისლამურ […]

„საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი – ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის“ პრეზენტაცია

29 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 102 აუდიტორიაში გაიმართება „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი – ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის“ პრეზენტაცია, რომელსაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია წარმოადგენს. საუბარი შეეხება საქართველოს ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის – EURAXESS-ის წევრობის მნიშვნელობას, ფართო შესაძლებლობებსა და ახალ სერვისებს საქართველოს მეცნიერებისთვის. […]

„საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი – ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის“ პრეზენტაცია

29 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 102 აუდიტორიაში  გაიმართება „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი – ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის“ პრეზენტაცია, რომელსაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია წარმოადგენს.   საუბარი შეეხება საქართველოს ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის – EURAXESS-ის წევრობის მნიშვნელობას, ფართო შესაძლებლობებსა და ახალ სერვისებს საქართველოს მეცნიერებისთვის.   დრო: 29 ნოემბერი,  17:00 საათი […]

ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები – ილიაუნის კურსდამთავრებულის, თამარ მარმალაძის სამაგისტრო ნაშრომის პრეზენტაცია

30 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები – ილიაუნის კურსდამთავრებულის, თამარ მარმალაძის სამაგისტრო ნაშრომის პრეზენტაცია. საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა სავალალოა, საზოგადოებაში ფესვგადგმული ტრანსფობიისა და ტრანსფობიურ ნიადაგზე ძალადობის გარდა, სერიოზული პრობლემაა მათი გენდერის სამართლებრივი არაღიარება, რაც ტრანსგენდერ ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ლახავს. თამარ მარმალიძის სამაგისტრო ნაშრომი „ტრანსგენდერი ადამიანების პირადი ცხოვრების […]