შეხვედრა NOVA-ს წარმომადგენლებთან სტუდენტური ვაკანსიების შესახებ
სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია NOVA (www.NOVA.ge www.AVZI.ge www.SAXURAVI.ge) ილიაუნის სტუდენტებს სთავაზობს დასაქმებას მოქნილი გრაფიკით და კონკურენტული ანაზღაურებით. 21 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში კომპანია NOVA-ს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას. სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობს ინფორმაციას კომპანიისა და აქტიური ვაკანსიების შესახებ. დაინტერესებულ კანდიდატებს კი ადგილზე გაესაუბრება შერჩევის მიზნით. […]