სტუდენტთა მათემატიკური ოლიმპიადა

2019 წლის 17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი მართავს მათემატიკურ ოლიმპიადას, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის იმ აქტიურ სტუდენტებს, რომლებმაც რეგისტრაციია გაიარეს შესაბამის ვადებში. ოლიმპიადა გაიმართება: I და III ჯგუფი – 17 ნოემბერი, 18:00 საათი –აუდიტორია T 301  II და IVჯგუფი –17 ნოემბერი, 18:00 საათი – აუდიტორია T 302 I ჯგუფი – […]

ზუმაუთ პრე-აქსელერატორის პრე-აქსელერაციის პროგრამა Batch1

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორი ზუმაუთი იწყებს შემოდგომის სეზონის პრე-აქსელერატორში მონაწილეთა შერჩევას. თუ გაქვთ ბიზნესიდეა და გსურთ ჩვენთან ერთად სწრაფი განვითარება, მაშინ პრე-აქსელერატორი სწორედ თქვენ გელოდებათ. პროგრამის ფარგლებში ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ბიზნესიდეის განვითარებაში, ხელშესახები პროდუქტის შექმნასა და ბაზარზე გატანაში. პრე-აქსელერაციის პროგრამა განხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას […]

TourMODE კვირეული 2019-2020 – პირველი ეტაპი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტისა და ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით ილიაუნის სტუდენტებისთვის 9-13 დეკემბერს გამართავს TourMODE კვირეულის 2019 -2020 სასწავლო წლის პირველ ეტაპს, რომელიც გულისხმობს გაზაფხულის სემესტრის ბოლოს დაგეგმილ TourMODE ტურისტული სააგენტოს მოდელირების შემაჯამებელი პროექტისთვის მოსამზადებელ ტრენინგებს. პროექტის მიზანია: სტუდენტებისთვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის; […]

საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის წარმომადგენელთან

18 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ევროპის კოლეჯის წარმომადგენლის, ქალბატონი ნარგიზ აბდულაევას საინფორმაციო შეხვედრას. ევროპის კოლეჯი წარმოდგენილია ორი კამპუსით ბრიუგესა და ვარშავაში; უნივერსიტეტში შემოთავაზებულია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ევროპის კვლევების მიმართულებებით. პროგრამებს შორისაა: ევროპის ეკონომიკის კვლევების სამაგისტრო პროგრამა ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის კვლევების სამაგისტრო პროგრამა ევროპული სამართლის სამაგისტრო პროგრამა (LLM) ევროპული პოლიტიკისა […]

საჯარო ლექცია „Soplidan.ge, – ინოვაციური და მარტივი გზა პრობლემის მოსაგვარებლად”

18 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექციას "Soplidan.ge, - ინოვაციური და მარტივი გზა პრობლემის მოსაგვარებლად" წაიკითხავს www.soplidan.ge-ის  თანადამფუძნებელი ნათია ნინიკელაშვილი.   მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: იდეა და მისი გამოსვლა მზის სინათლეზე (რა, რატომ და როგორ) პირველი fuckup-ი სოფელსა და ქალაქს შორის გადებული ინოვაციური ხიდი და მათი ბენეფიტები სად […]

ტრენინგკურსი „აქტიური სწავლა და სწავლება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით: სწავლა მობილურით და თამაშით“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა   განვითარების ცენტრი. ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „აქტიური სწავლა და სწავლება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით:  სწავლა მობილურით და თამაშით“ (ტრენერი: თამარ მაღალაშვილი   – […]

„ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში

19 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S101 აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასი: „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში. მასტერკლასი საინტერესო იქნება ინტელექტუალური სამაგიდო თამაშებით დაინტერესებული პირებისათვის და შეეხება სხვადასხვა სტრატეგიულ თამაშს. წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხის ეკოლოგიურად სუფთა სამაგიდო თამაშები „ვეხისტყაოსნის“ თემაზე. ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები  ცოცხალი ურთიერთობის, საღამოს მეგობრების წრეში გატარების კარგი საშუალებაა. […]

სტუდენტური გამოფენა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ამავე ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს იწვევს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. გამოფენა გაიმართება 24 დეკემბერს და მასში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი პროგრამის სტუდენტებს. აქვე გაცნობებთ, რომ 2018-19 სასწავლო წლიდან ამოქმედებული სტიპენდიის გაცემის ახალი წესის თანახმად, […]

ტრენინგკურსი „შებრუნებული საკლასო ოთახი – სწავლების ეფექტიანობის გაზრდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „შებრუნებული საკლასო ოთახი – სწავლების ეფექტიანობის გაზრდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით“. ტრენერი ალექსანდრე ერგეშიძე – ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების სკოლის […]

Startup school – გახდი მეწარმე ილიაუნისთან ერთად

21 ნოემბერს, 12 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S101 აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება Startup school  - გახდი მეწარმე ილიაუნისთან ერთად. Startup School ბუთქემფის მიზანია განავითაროს სკოლის მოსწავლეების სამეწარმეო უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს მათთვის მეწარმეობისა და სტარტაპების შესახებ საბაზისო ცოდნის გადაცემას. პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ერთდღიანი ინტენსიური ბიზნესბუთ კემპ შეხვედრის სახით […]