
12-15 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთი და დასავლეთი: ლინგვისტური, კულტურული, ისტორიული ურთიერთობები“. კონფრენცია ეძღვნება აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის დაბადების 90-ე წლისთავს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტის (ლინგვისტური, კულტურული, ისტორიული, თანამედროვე) შესახებ.
ქართველ მეცნიერთა გარდა კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მკვლევრები ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, ირანიდან, ისრაელიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან.
[wpai_display_imported_files_here]