
16-23 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.
სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია 16 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N 3/5) გაიხსნება და ერთი კვირა გაგრძელდება.
16 დეკემბერს, 18:00 საათზე, კვირეულს გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია და 2019 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე.
16-23 დეკემბერს საკუთარ სამეცნიერო კვლევით პროექტებს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები. სულ 22 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
დეტალური განრიგი
16 დეკემბერი, E 207 აუდიტორია
|
ინსტიტუტი |
აქტივობა |
|
|
18:00 საათი |
• გახსნა
• 2019 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში |
|
|
18:30 საათი |
გამოთვლითი ცენტრი |
მოხსენება: ილიაუნის გამოთვლითი ცენტრი მომხსენებელი: ერეკლე მაღრაძე ვრცლად… |
|
19:00 საათი |
ეკოლოგიის ინსტიტუტი |
მოხსენება: მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდების გამოყენება ბიომრავალფეროვნების კვლევებში: ილიაუნის 11-წლიანი გამოცდილება |
17 დეკემბერი, E 207 აუდიტორია
|
ინსტიტუტი |
აქტივობა |
|
|
18:00 საათი |
მოხსენება: გლობალური ფილოგეოგრაფიული და სხვა ძაღლისებრებთან შერევის პატერნები მგლებში |
|
|
18:30 საათი |
ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტი |
მოხსენება: ექსტრემალური ამოცანები სასრული წერტილოვანი კონფიგურაციებისათვის |
|
19:00 საათი |
მოხსენება: მიო-ინოზიტოლი – ეპილეფსიური განმუხტვები და ეპილეპტოგენეზი: ელეტროფიზიოლოგია და ბიოქიმია |
|
|
19:30 საათი |
მოხსენება: გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და მათი დეტექცია საკვებში |
18 დეკემბერი, T 102 აუდიტორია
|
ინსტიტუტი |
აქტივობა |
|
|
18:00 საათი |
მოხსენება: „დაგვიანების ფუნქციის” გამოთვის ანალიზური მეთოდი დამუხტული ნაწილაკთა წრიული ნაკადისთვის / რადიაციული ეფექტების გათვალისწინებით სტანდარტული მოდელის რეალისტური მინიმალური გაფართოება ნეიტრინოს რეალისტური მასებით |
|
|
18:30 საათი |
ბავშვის განვითარების ინსტიტუტი |
მოხსენება: ბავშვის ენის ათვისების კორპუსი |
| ვრცლად… | ||
|
19:00 საათი |
მოხსენება: ბოდლეს ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში დაცული ქართული ხელნაწერების ციფრული დოკუმენტირების პრინციპები მომხსენებლები: ირინა ლობჟანიძე/ნინო დობორჯგინიძე |
|
|
19:30 საათი |
მოხსენება: სტერეოტიპები, როგორისტორიულიწინაპირობა: სოციალურიკლასისხატიპოსტკომუნისტურდაკაპიტალისტურსაზოგადოებებში |
19 დეკემბერი, E 207 აუდიტორია
|
ინსტიტუტი |
აქტივობა |
|
|
18:00 საათი |
მოხსენება: რელიგიური ანტისემიტიზმის პრობლემა XIX-XX სს. რუსულრელიგიურ ფილოსოფიაში |
|
|
18:30 საათი |
მოხსენება: მონომოლეკულურ ოთხმაგსპირალურ დნმ-ზე დაფუძნებული დნმ ნანოსტრუქტურები |
|
|
19:00 საათი |
მოხსენება: ირან-საქართველოს ისტორიული და კულტურული ურთიერთობები მომხსენებელი: გიორგი სანიკიძე |
|
| ვრცლად… | ||
|
19:30 საათი |
სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი |
მოხსენება: „მაღალი ენა“ და vulgus profanum |
20 დეკემბერი, T 102 აუდიტორია
|
ინსტიტუტი |
აქტივობა |
|
|
18:00 საათი |
ასტროფიზიკური კვლევები |
მოხსენება: მითის და რეალობის ზღვარზე: გრავიტაციულ ტალღებით “დანახული” სამყარო |
|
18:30 საათი |
მოხსენება: 2019 წელი ზოოლოგიის ინსტიტუტში და სამომავლო პერსპექტივები |
|
|
19:00 საათი |
მოხსენება: მცენარის მარილგამძლეობის ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიური საფუძვლები |
|
|
19:30 საათი |
მოხსენება: პესიმალური ეკოლოგიური ფაქტორების ცვალებადობა და მათი კავშირი მცენარეულ მრავალფეროვნებასთან ყაზბეგის რეგიონის (ცენტრალური კავკასიონი) ჰიფსომეტრულ და ექსპოზიციურ გრადიენტებზე მომხსენებლები: თამარ ჯოლოხავა |
23 დეკემბერი, E 207 აუდიტორია
|
ინსტიტუტი |
აქტივობა |
|
|
18:00 საათი |
მოხსენება: ძილ-ღვიძილის ციკლის სტრუქტურისა და ძილის ეეგ მაჩვენებლების ლონგიტუდური კველევა მოზარდებში/ იმპლიციტური მეხსიერების ფორმირების დინამიკა აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლისას ვირთაგვებში |
|
|
18:30 საათი |
მოხსენება: თბილისი- ღია თუ დახურული ქალაქი? მომხსენებელი: ლევან ხუციშვილი |
|
|
19:00 საათი |
მოხსენება: მიგრაციის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები თანამედროვე საქართველოში |
|
|
19:30 საათი |
მოხსენება: კავკასიაში დედამიწის ქერქის სისქის კვლევა |
[wpai_display_imported_files_here]