ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

17 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გიგა გამყრელიძე წაიკითხავს მოხსენებას: „მიო-ინოზიტოლი – ეპილეფსიური განმუხტვები და ეპილეპტოგენეზი: ელექტროფიზიოლოგია და ბიოქიმია“. თემის მცირე აღწერა მიო-ინოზიტოლის ანტი-კონვულსიური და ანტიეპილეტოგენური თვისებები  პირველად ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა. ლექციაზე განხილული იქნება მიო-ინოზიტოლის მოქმედების ორი ახლი ასპექტი: მოკლევადიანი ეფექტები გამოწვეულ ეპილეფსიურ განმუხტვებზე და გრძელ-ვადიანი ეფექტები ეპილეპტოგენეზის მოლეკულურ […]

ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

17 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207  აუდიტორიაში ნელი დათუკიშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და მათი დეტექცია საკვებში“.  თემის მოკლე მიმოხილვა გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები (გმო) და მათგან მიღებული საკვები პროდუქტები შექმნილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიით გენური ინჟინერიის გამოყენებით. გმო-ს მონიტორინგი აქტუალურია ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვისათვის, პროდუქტების ავთენტურობისა და უვნებლობის შეფასებისათვის, საკვების ეტიკეტირებისათვის, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებისათვის, […]

გიორგი ჭაუჭიძის საჯარო ლექცია „13 მიზეზი რატომ უნდა გახდე მასწავლებელი?“

18 დეკემბერს, 16:00 საათზე, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში განათლების კოალიციის ორგანიზებით მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი ჭაუჭიძის წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „13 მიზეზი რატომ უნდა გახდე მასწავლებელი?“ მომხსენებლის შესახებ გიორგი ჭაუჭიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის, და ისტორიის მასწავლებელია. 2019 წელს იგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული […]

თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

18 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ეკატერინე დადიანი წაიკითხავს მოხსენებას „დაგვიანების ფუნქციის" გამორთვის ანალიზური მეთოდი დამუხტული ნაწილაკთა წრიული ნაკადისთვის“. თემის მოკლე აღწერა წარმოდგენილ კვლევაში განხილულია მაღალი ენერგიის დამუხტულ ნაწილაკთა ნაკადის მოძრაობა წრიულ უსასრულოდ გრძელ მილში, უსასრულოდ სქელი გამტარი კედლებით. ეს ნაწილაკები მოძრაობის დროს ელექტრომაგნიტურად ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და გარემოსთან. შედეგად წარმოიქმნება ელექტრომაგნიტური ველი, […]

ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

18 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს ანგარიშს „ბოდლეს ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში დაცული ქართული ხელნაწერების ციფრული დოკუმენტირების პრინციპები“. მომხსენებლები: პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, და ასოცირებული პროფესორი ირინა ლობჟანიძე. ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი წარადგენს მოხსენებას, რომელშიც განხილული იქნება ძველი ქართული ტექსტური მემკვიდრეობის დოკუმენტირებისა და კვლევის პრობლემატიკა; პროფესორი ირინა ლობჟანიძე ისაუბრებს ბოდლეს […]

დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

18 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 102 აუდიტორიაში ანა მაყაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „სტერეოტიპები, როგორ ისტორიული წინაპირობა: სოციალური კლასის ხატი პოსტკომუნისტურ და კაპიტალისტურ საზოგადოებებში“. სტერეოტიპის შინაარსის მოდელის მიხედვით, გარეჯგუფები მათდამი სტეროტიპული დამოკიდებულების ორი განზომილების – სითბოსა და კომპეტენციის – გადაკვეთაზე მიღებული ოთხი ტიპიდან ერთ-ერთის მეშვეობით ხასიათდება. კვლევაში შედარებულია 38 კაპიტალისტური და 9 პოსტკომუნისტური ქვეყნის, […]

ბიოფიზიკის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

19 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიოფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი, დოქტორი ლევან ლომიძე წაიკითხავს მოხსენებას „მონომოლეკულურ ოთხმაგსპირალურ დნმ-ზე დაფუძნებული დნმ ნანოსტრუქტურები“. თემის მცირე აღწერა დნმ ნანოტექნოლოგიები ძირითადად დაფუძნებულია უოტსონ-კრიკის ფუძეთა წყვილებზე, მათი როგორც ამოცნობის მექანიზმები, ასევე სტრუქტურული ელემენტები. ეს ზღუდავს მის სტრუქტურულ მრავალფეროვნებას და დნმ-ის თვითაწყობის დროს უშვებს უზუსტობებს. დნმ დუპლექსების ალტერნატივად […]

საჯარო ლექცია და დისკუსია: „ნარკოტიკები, ნენსი რეიგანი და კლინტ ისტვუდი. ძველი ახალი შეცდომები პრევენციაში“

19 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორები ჯანა ჯავახიშვილი და დავით ოთიაშვილი გამართაენ საჯარო ლექციასა და დისკუსიას თემაზე: „ნარკოტიკები, ნენსი რეიგანი და კლინტ ისტვუდი. ძველი ახალი შეცდომები პრევენციაში“. მომხსენებლები ისაუბრებენ არალეგალური ნარკოტიკების პრევენციის გახმაურებულ მედიაკამპანიებსა და მათ შედეგებზე, მტკიცებულებით მეთოდებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე წამალდამოკიდებულების თავიდან აცილების საქმეში; იმაზე, თუ რა შესაძლებლობებს […]

გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

19 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გიორგი სანიკიძე წაიკითხავს მოხსენებას „ირან-საქართველოს ისტორიული და კულტურული ურთიერთობები“. მომხსენებელი ისაუბრებს არქივებსა და ბიბლიოთეკებში წელს მოპოვებულ საქართველოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის მასალებსა და ამ მასალების შესწავლის შედეგებზე. დრო: 19 დეკემბერი, 19:30 საათი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.