გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

19 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გიორგი სანიკიძე წაიკითხავს მოხსენებას „ირან-საქართველოს ისტორიული და კულტურული ურთიერთობები“. მომხსენებელი ისაუბრებს არქივებსა და ბიბლიოთეკებში წელს მოპოვებულ საქართველოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის მასალებსა და ამ მასალების შესწავლის შედეგებზე. დრო: 19 დეკემბერი, 19:30 საათი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

19 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გიორგი ხეოშვილი წაიკითხავს მოხსენებას „რელიგიური ანტისემიტიზმის პრობლემა XIX-XX სს. რუსულ რელიგიურ ფილოსოფიაში“. თემის მოკლე აღწერა ანტისემიტიზმი ისტორიული ქრისტიანობის წიაღში ჩამოყალიბებული რელიგიური და ეროვნული შეუწყნარებლობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში, ამასთან ფართოდ გავრცელებული ფორმაა, რომელიც ებრაელთა მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში გამოიხატება. საუკუნეთა მანძილზე ანტისემიტიზმი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახეს იღებდა […]

სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

19 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი მაისურაძე წაიკითხავს მოხსენებას  თემაზე „მაღალი ენა“ და vulgus profanum“. მოკლე აღწერა „მაღალი“, ანუ სალიტერატურო ენა, ნაციონალური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, ამასთანავე სოციალური და ძალაუფლებრივი იერარქიების განმსაზღვრელიც არის. არასალიტერატურო ენით მეტყველება (დიალექტი, სოციოლექტი) დაქვემდებარებულობის სოციალურ სტატუსზეც მიანიშნებს. ამგვარი შიდაენობრივი იერარქიების […]

პროფესორ თინა კახნიაშვილის საჯარო მოხსენება „მითისა და რეალობის ზღვარზე: გრავიტაციული ტალღებით „დანახული” სამყარო“

20 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში პროფესორი თინა კახნიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „მითის და რეალობის ზღვარზე: გრავიტაციული ტალღებით „დანახული" სამყარო“. თემის მოკლე აღწერა აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის ფარგლებში ნაწინაწარმეტყველები (1915 წ.) გრავიტაციული ტალღების პირდაპირი დეტექტირება მხოლოდ 2015 სექტემბერში განხორციელდა, და ამით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ახალი ეპოქა დაიწყო – დღეისათვის, დეტექტორის სიხშირისადმი მგრძნობელობიდან გამომდინარე, მხოლოდ […]

ზოოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

20 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ლევან მუმლაძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს ანგარიშს „2019 წელი ზოოლოგიის ინსტიტუტში და სამომავლო პერსპექტივები”. დრო: 20 დეკემბერი, 18:30 საათი; ადგილმდებარეობა: T102, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 დასწრება თავისუფალია.

ბოტანიკის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

20 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გულნარა ბადრიძე წარდგება მოხსენებით: „მცენარის მარილგამძლეობის ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიური საფუძვლები“. მოხსენებაში განხილული იქნება მლაშე გარემოსადმი მცენარის შეგუების ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლის მიზნით ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა ფიზიოლოგიის განყოფილების თანამშრომელთა მიერ შესრულებული კვლევის შედეგები. დრო: 20 დეკემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა:T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.

ეკოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

20 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში თამარ ჯოლოხავა წაიკითხავს მოხსენებას „პესიმალური ეკოლოგიური ფაქტორების ცვალებადობა და მათი კავშირი მცენარეულ მრავალფეროვნებასთან ყაზბეგის რეგიონის (ცენტრალური კავკასიონი) ჰიფსომეტრულ და ექსპოზიციურ გრადიენტებზე“.  თემის მცირე აღწერა კლიმატის მიმდინარე გლობალური ცვლილება შესაძლებელია მკვეთრად აისახოს ყველაზე სენსიტიურ – მაღალმთის მცენარეულობაზე. სერიოზული ტრანსფორმაცია სავარაუდოდ შეეხება სიცოცხლის ზედა ზღვარზე გავრცელებულ მყინვარისა და […]

საინფორმაციო შეხვედრა და ვორკშოპი ეროვნული ფესტივალის „მეცნიერება მთავარ როლში“ ფარგლებში

21 დეკემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ევროპული მასწავლებელთა ქსელის „Science on Stage“ („მეცნიერება მთავარ როლში“) ეგიდით საბუნებისმეტყველო საგნების (ბუნებისმეტყველება, ფიზიკა, ქიმია, ბილოგია) პედაგოგებისა და განათლების სპეციალისტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა. დამსწრე საზოგადოება გაეცნობა ინფორმაციას მომავალი ეროვნული ფესტივალის „მეცნიერება მთავარ როლში“ შესახებ, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის, SALiS-ის ორგანიზებით გაიმართება. […]

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“ ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

23 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი ნატო დარჩია წაიკითხავს მოხსენებას „ძილ-ღვიძილის ციკლის სტრუქტურისა და ძილის ეეგ მაჩვენებლების ლონგიტუდური კველევა მოზარდებში“. თემის მოკლე აღწერა ძილის ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ) განიცდის მკვეთრ ცვლილებებს მოზარდობის პერიოდში. ეს ცვლილებები თავის ტვინის მომწიფების პროცესის ერთ-ერთ კომპონენტად განიხილება. შესაბამისად, მოზარდებში ძილის ეეგ მონაცემების ლონგიტუდური კვლევა თავის ტვინის მომწიფების პროცესზე […]

პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

23 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ლევან ხუციშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე:„თბილისი – ღია თუ დახურული ქალაქი?“ თემის მოკლე აღწერა პროექტის ფარგლებში თბილისი შეფასდა რიჩარდ სენეტას მიერ შემოთავაზებული ღია და დახურული ქალაქის კრიტერიუმების მიხედვით, ასევე თანამედროვე ურბანული ტენდენციების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ქალაქების ფუნქციონირების პროცესში გონიერი ქალაქების ინსტრუმენტების როლის ზრდას, ასევე შეფასდა თბილისის გონიერ […]