იაპონიის ელჩის საჯარო ლექცია „იაპონია ომის შემდეგ: წარმატებები და გამოწვევები“

იაპონიის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 21 მაისს, 15:00 საათზე, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება იმამურა აკირა გამართავს საჯარო ონლაინლექციას თემაზე: „იაპონია ომის შემდეგ: წარმატებები და გამოწვევები“ (Japan’s Post-War Success and Challenges). იმამურა აკირა ტოკიოს უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა 2020 წლის დეკემბერში. […]

ღია ლექცია – Front-end დეველოპმენტი

21 მაისს, პარასკევს, უნილაბის Facebook-გვერდზე ლაივშეხვედრას უმასპინძლებს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის კურსდამთავრებული, Front-end დეველოპერი ქეთევან ფილიშვილი, რომელიც ისაუბრებს შემდეგ თემებზე:  რას გულისხმობს Front-end დეველოპმენტი;  როგორ დაიწყო ამ პროფესიით დაინტერესება;  რატომ გადაწყვიტა უნილაბში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა;  რა ცოდნა და გამოცდილება დააგროვა კურსის განმავლობაში;  და ბოლოს: გაგიზიარებთ საკუთარ ფინალურ ნამუშევარს, რომელიც კურსზე მიღებული ცოდნით შექმნა. თუ ეს ჩამონათვალი საინტერესოდ გეჩვენება, […]

ღია ლექცია – WordPress დეველოპმენტი

22 მაისს, 20:00 საათზე, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ყოფილი სტუდენტები და ახლა უკვე ვორდპრესის სტაჟიორები გიამბობენ საკუთარი გამოცდილების შესახებ ვებდეველოპმენტის მიმართულებით, გაგიზიარებენ პრაქტიკულ რჩევებს, ისაუბრებენ პლატფორმის უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე ღია ლექციაზე ასევე გაიგებთ, როგორ გადადგა ვებდეველოპმენტის სფეროში პირველი ნაბიჯი და რა არის საჭირო ამისთვის. გელოდებით 22 მაისს, შაბათს, 20:00 საათზე, უნილაბის Facebook-გვერდზე: https://bit.ly/2QDUtU9 2021 წელი

ღია ლექცია – ნარატივდიზაინი

თუ ფიქრობ, რომ დროა პროფესია შეიცვალო და კიბერსამყაროში მოგზაურობა სცადო, მაშინ 23 მაისს, 20:00 საათზე, დაესწარი უნილაბის კურსდამთავრებულების ნინი ჯინჯიხაძისა და ბარბარე ჭილაშვილის ღია ლექციას ნარატივდიზაინის შესახებ.ლექციაზე გაიგებ: რა არის ნარატივდიზაინი; ვინ არიან და რას ქმნიან ნარატივდიზაინერები; რას გულისხმობს ნარატივდიზაინი საქართველოში და ქართული „ჩეთბოტები“; რატომ დაინტერესდნენ უნილაბის ნარატივდიზაინის კურსით; რა გამოცდილება მიიღეს კურსზე. ისინი გაგაცნობენ […]

ქალები მეცნიერებაში – Live-შეხვედრა პროფესორ ნინო დობორჯგინიძესთან

27 მაისს განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით ილიაუნის სერიის „ქალები მეცნიერებაში“ ფარგლებში გაიმართება Live-შეხვედრა პროფესორ ნინო დობორჯგინიძესთან. ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო მიმართულებით, არის ენათმეცნიერი, ენობრივი სამყაროს მკვლევარი ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებით. შეხვედრაზე სამეცნიერო კარიერით დაინტერესებულ აუდიტორიას გაუზიარებს თავის გამოცდილებას – რა სტერეოტიპებისა და სირთულეების გადალახვა მოუხდა სამეცნიერო კარიერაში, როგორ მოახერხა წინააღმდეგობათა დაძლევა […]

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის პროექტი „QART NLP – ქართული ენის დამუშავების ციფრული ხელსაწყოები“

განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში 27 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის პითონის მიმართულების ხელმძღვანელი თემო ჩიჩუა გამართავს Live-შეხვედრას უნილაბის პროექტის – „QART NLP – ქართული ენის დამუშავების ციფრული ხელსაწყოები და ყალბი ნიუსის კლასიფიკატორი“ – შესახებ. პროექტის ხელმძღვანელია თემო ჩიჩუა, მის შექმნაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროექტის „ილიაუნი+“ ფარგლებში უნილაბის პითონის კურსის კურსდამთავრებულები: […]

ქალები მეცნიერებაში – Live-შეხვედრა პროფესორ მაია თოდუასთან

27 მაისს განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით ილიაუნის სერიის „ქალები მეცნიერებაში“ ფარგლებში გაიმართება Live-შეხვედრა პროფესორ მაია თოდუასთან. მაია თოდუა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მიმართულებით. შეხვედრაზე სამეცნიერო კარიერით დაინტერესებულ აუდიტორიას გაუზიარებს თავის გამოცდილებას – რა სტერეოტიპებისა და სირთულეების გადალახვა მოუხდა სამეცნიერო კარიერაში, როგორ მოახერხა წინააღმდეგობათა დაძლევა და წარმატების მიღწევა; ასევე […]

უნილაბი სკოლაში – სკოლის მოსწავლეების ტექნოლოგიური პროექტების პრეზენტაცია

განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში 27 მაისს,14:00 საათზე სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტის „უნილაბი სკოლაში“ პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლის ფორმატში ხორციელდება და გულისხმობს მე-8-მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან სრულად დაფინანსებული კურსების შეთავაზებას მომავლის პროფესიების მიმართულებით (Front-end და დიზაინის საწყისები; Unity 3D; C#). პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ პროექტის მონაწილეები რეალურ პროექტებზე მუშაობენ და საუკეთესო პროექტების […]

ქალები მეცნიერებაში – Live-შეხვედრა პროფესორ მარი მურცხვალაძესთან

27 მაისს განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით ილიაუნის სერიის „ქალები მეცნიერებაში“ ფარგლებში გაიმართება Live-შეხვედრა პროფესორ მარი მურცხვალაძესთან. მარი მურცხვალაძე, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი კონსერვაციული გენეტიკის მიმართულებით, მოლეკულური ლაბორატორიის ხელმძღვანელია. ასევე არის ლუგარის გენომის ცენტრის მკვლევარი. შეხვედრაზე სამეცნიერო კარიერით დაინტერესებულ აუდიტორიას გაუზიარებს თავის გამოცდილებას – რა სტერეოტიპებისა და სირთულეების გადალახვა მოუხდა სამეცნიერო კარიერაში, როგორ მოახერხა წინააღმდეგობათა […]

ციფრული მემორიალი: ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი და ნარატივ დიზაინი

განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში 27 მაისს, 14:20 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის ნარატივ დიზაინის კურსის ხელმძღვანელი მარიამ გოჩიაშვილი გამართავს ლაივშეხვედრას თემაზე „ციფრული მემორიალი: ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი და ნარატივ დიზაინი“ ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანიის ჯეპრა ერთობლივი ჰაკათონის ფარგლებში შეიქმნა, რომელშიც მთელი საქართველოდან მონაწილეობდნენ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები. ნიკო ნიკოლაძის […]