
განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში 27 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის პითონის მიმართულების ხელმძღვანელი თემო ჩიჩუა გამართავს Live-შეხვედრას უნილაბის პროექტის – „QART NLP – ქართული ენის დამუშავების ციფრული ხელსაწყოები და ყალბი ნიუსის კლასიფიკატორი“ – შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელია თემო ჩიჩუა, მის შექმნაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროექტის „ილიაუნი+“ ფარგლებში უნილაბის პითონის კურსის კურსდამთავრებულები:
QART NLP-ს შეუძლია გაიგოს, ახალი ამბავი რა რაოდენობით შეიცავს ყალბ ინფორმაციას. პროგრამას ასევე აქვს ქართული ენის ციფრული დამუშავების მრავალი სხვა ხელსაწყო.
პროექტი QART NLP საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით 2021 წლის 8 მაისს წარდგენილი იყო კოპენჰაგენის ყოველწლიურ დემოკრატიის სამიტზე.
დრო: 27 მაისი, 13:40 საათი
ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3hUWlmB
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]