Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ციფრული მემორიალი: ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი და ნარატივ დიზაინი

მაისი 27, 2021 / 14:20

განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში 27 მაისს, 14:20 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის ნარატივ დიზაინის კურსის ხელმძღვანელი მარიამ გოჩიაშვილი გამართავს ლაივშეხვედრას თემაზე „ციფრული მემორიალი: ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი და ნარატივ დიზაინი“

ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანიის ჯეპრა ერთობლივი ჰაკათონის ფარგლებში შეიქმნა, რომელშიც მთელი საქართველოდან მონაწილეობდნენ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები.

ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი არის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის, ციფრული ასლი, რომელთანაც ინტერაქციაა შესაძლებელი. ჩეთბოტის შექმნის მიზანია, ნიკო ნიკოლაძის ცნობადობის გაზრდა ახალგაზრდებში.

პროექტზე მუშაობენ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბისა და ანიმას ნარატივდიზაინერები და ნიკო ნიკოლაძის ჰაკათონის გამარჯვებული გუნდები, სკოლის მოსწავლეები.

შეხვედრაზე მარიამი ასევე გაგაცნობთ პროფესიას ნარატივ დიზაინერი და ჩეთბოტების შესაქმნელ პლატფორმას .

 

დრო: 27 მაისი, 14:20 საათი

ფორმატი: დისტანციური

2021 წელი

 

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 27, 2021
Time:
14:20
Event Category:
Event Tags: