ციფრული მემორიალი: ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი და ნარატივ დიზაინი

განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში 27 მაისს, 14:20 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის ნარატივ დიზაინის კურსის ხელმძღვანელი მარიამ გოჩიაშვილი გამართავს ლაივშეხვედრას თემაზე „ციფრული მემორიალი: ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი და ნარატივ დიზაინი“ ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანიის ჯეპრა ერთობლივი ჰაკათონის ფარგლებში შეიქმნა, რომელშიც მთელი საქართველოდან მონაწილეობდნენ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები. ნიკო ნიკოლაძის […]

ციფრული მემორიალი: ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი და ნარატივდიზაინი

განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში 27 მაისს, 14:20 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის ნარატივდიზაინის კურსის ხელმძღვანელი მარიამ გოჩიაშვილი გამართავს ლაივშეხვედრას თემაზე „ციფრული მემორიალი: ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი და ნარატივდიზაინი“. ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანიის ჯეპრა ერთობლივი ჰაკათონის ფარგლებში შეიქმნა, რომელშიც მთელი საქართველოდან მონაწილეობდნენ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები. ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი არის […]

Erasmus + გაცვლითი პროგრამა ილიაუნიში

27 მაისს,15:00 საათზე, განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი მარიამ ორჯონიკიძე აბიტურიენტებს გააცნობს გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებსა და პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელ წინაპირობებს ილიაუნის სტუდენტებისთვის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ გაცვლის შესაძლებლობას ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus + პროგრამის ფარგლებში. მიმდინარე აკადემიურ წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობს 100-ზე მეტ პარტნიორ […]

საქართველოს გონკურის არჩევანი

გონკურის პრემია ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიაა, რომელსაც საფრანგეთი გასცემს. მეორე წელია, საქართველოსაც აქვს უფლება, საკუთარი არჩევანი გააკეთოს იმ ოთხ მწერალს შორის, რომლებსაც გონკურის აკადემია კონკურსის მესამე ეტაპზე ირჩევს – საქართველოს გონკურის არჩევანი. საფრანგეთის საელჩოსა და უნივერსიტეტის რექტორთან, გიგა ზედანიასთან შეთანხმებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველ ჯერზე თავის თავზე აიღებს პრემიის დამზადებას, პრემირებული მწერლის ჩამოყვანას და გადაცემის ოფიციალური ცერემონიის […]

ფილიპ მორის საქართველოს სტაჟირება InCompass – მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი

მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში 28 მაისს, 11:00 საათზე, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავს კომპანია ფილიპ მორის საქართველოს ადამიანებისა და კულტურის მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში ნინო ბაქარაშვილი. შეხვედრის თემა:ექვსთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება "InCompass" შეხვედრა გაიმართება დისტანციურად, Zoom-ის საშუალებით. დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/UPXPktGBAB8Eaew17 ფილიპ მორის საქართველო აცხადებს სტუდენტების მიღებას […]

კარიერული განვითარების ვორკშოპები – მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი

მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმის ფარგლებში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი და აკადემიური წერის ცენტრი გთავაზობთ კარიერული განვითარების უფასო ვორკშოპებს. თითოეული ვორკშოპი მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის დამსაქმებელთან ურთიერთობისთვის აუცილებელი ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა: CV-ის შედგენის ტექნიკა, ინტერვიუ დამსაქმებელთან, სამოტივაციო წერილის წერა და საქმიანი კორესპონდენცია. ვორკშოპებზე დასწრება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. შეხვედრები გაიმართება დისტანციურად. მონაწილეობის მსურველებს საშუალება […]

ილიაუნის ონლაინჩემპიონატი ჭადრაკში – 2021

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს ონლაინჩემპიონატს სწრაფ ჭადრაკში. ჩემპიონატი ჩატარდება 1-ლ ივნისს. ტურნირი გაიმართება შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მოთამაშეს - 10 წუთი პარტიის ბოლომდე. შეჯიბრებაში მონაწილე სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ვებსაიტზე www.chess.com. ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მონაწილეები ელფოსტით მიიღებენ „ონლაინკლუბის“ ბმულს, რომელშიც უნდა გაწევრიანდნენ. Chess.com-ზე რეგისტრაციისას სტუდენტებმა უნდა გამოიყენონ […]

ვებინარი „მომავლის პროფესიები“ – მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი

2 ივნისს, 11:00 საათზე,  მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი გაუძღვება ვებინარს „მომავლის პროფესიები“. ვებინარს შემოერთდებიან უნილაბის კურსდამთავრებულები შემდეგი თემებით: ქეთი ფილიშვილი, ფრონტენდდეველოპერი: სწავლა-სწავლება პანდემიის პირობებში; ნინი ჯინჯიხაძე, ნარატივდიზაინერი: ახალი პროფესიები: ნარატივდიზაინი; გვანცა არევაძე, ციფრული მარკეტერი: ციფრული მარკეტინგი და ფრილანსინგი. ვებინარი განკუთვნილია […]

ვებინარი „სტრესი და მისი ნეირობიოლოგია“ – მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი

2 ივნისს, 13:00 საათზე, მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოკონსულტირების ცენტრის კონსულტანტი ანა პაპავა გაუძღვება ვებინარს თემაზე: „სტრესი და მისი ნეირობიოლოგია“. ვებინარი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. ვებინარზე დასასწრები Zoom-ის ბმულის მისაღებად გთხოვთ გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/56PwQFPqm1LZPWK48 . მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის […]

მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები

2021 წლის მაისსა და ივნისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და HR Hub-ის მხარდაჭერით გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულების პროფილური დასაქმების ფორუმები და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები.  დასაქმების ფორუმის ღონისძიებები გაიმართება დისტანციურად, პლატფორმა Zoom-ის საშუალებით. ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებსა და […]