ფილოსოფიური სემინარი: თორნიკე გოგინაშვილის მოხსენება „ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ სომხურიდან ქართულად თარგმნილი „პერი ჰერმენეიას“ კომენტარი და მისი შედარებითი ანალიზი თომა აქვინელის კომენტარებთან“
19 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, თორნიკე გოგინაშვილი ყოველკვირეული სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ სომხურიდან ქართულად თარგმნილი „პერი ჰერმენეიას“ კომენტარი და მისი შედარებითი ანალიზი თომა აქვინელის კომენტარებთან“. მოხსენება ეხება არისტოტელეს ნაშრომის, De interpretatione-ს („პერი ჰერმენეია“) კომენტარის, ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ XVIII საუკუნეში სომხურიდან ქართულ ენაზე შესრულებულ […]